არსებობენ ცნობილი წყვილები, რომლებიც ერთად გადაღებულ ფოტოებს იშვიათად აქვეყნებენ, თუმცა ეს სხვა შემთხვევაა.
ანი ბებია და ილო ბეროშვილი "ინსტაგრამსა" თუ "ფეისბუქზე" რომანტიკულ ფოტოებს ნამდვილად აზიარებენ. თუმცა, "ინსტაგრამის" პოსტების თვალსაზრისით, ანი გაცილებით აქტიურია. ამის მიუხედავად, მსახიობი ქალის მეორე ნახევარი მუდმივად ცდილობს, რომ კომპლიმენტები არც "ინსტაგრამგვერდზე" მოაკლოს.
ერთ-ერთმა გამომწერმა კომენტარის სახით ისიც აღნიშნა, რომ მისი აზრით, ანი და ილო ერთმანეთს ძალიან ჰგვანან.
"მშვიდი და დაღვინებული ეტაპია ჩვენს ურთიერთობაში" - ერთ-ერთ ინტერვიუში მსახიობებმა სწორედ ეს ფრაზა თქვეს.
ახალი ფოტოებით და კომენტარებით თუ ვიმსჯელებთ, წყვილს ისევ იდეალური ურთიერთობა აქვს.
შეგახსენებთ, რომ მსახიობები ფართო საზოგადოების წინაშე ერთად პირველად „ჩემი ცოლის დაქალებში“ გამოჩნდნენ.
„ზოგადად არ ვართ ყურადღების ცენტრში ყოფნის მოყვარულები. რომელი კენი უესტი და კიმ კარდაშიანი ჩვენ ვართ, რომ ჩვენს პირად ცხოვრებაზე ვისაუბროთ.“ - ამბობს ილო „სარკესთან“ მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში.
იმავე ინტერვიუში ანიმ შემდეგ კითხვას გასცა პასუხი: "როდის დარწმუნდით, რომ ილოს ნამდვილად უყვარდით?"
"როდესაც დილის 8 საათზე აბსოლუტურად უმაკიაჟოდ, მოუწესრიგებელს გნახავს და მაინც მოეწონები, შემდეგ ვაკელი ბიჭი ვაზისუბანში გაგაცილებს და კიდევ ათას რამეს გააკეთებს, ფიქრობ, რომ სერიოზულად გიყურებს".