ალენ დელონი, მეოცე საუკუნის ულამაზესი მსახიობი, სექს-სიმბოლოდ აღიარეს. იგი უამრავი ქალის სათაყვანებელი მამაკაცი იყო. თუმცა, ასაკის მიუხედავად, ის დღესაც რჩება ეტალონად. მასაც უყვარდა ლამაზი და წარმატებული ქალები.
როზალი ვან ბრემენი
ნიდერლანდელ მოდელთან რომანმა 10 წელი გასტანა. წყვილს ქალ-ვაჟი ეყოლა. როგორც ცნობილია, როზალიმ ალენი უფრო ახალგაზრდა და უფრო მდიდარ მამაკაცზე გაცვალა.
მირეი დარკი
ერთმანეთი ფილმის "ჯეფი" გადასაღებ მოედანზე გაიცნეს. მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა და 13 წელი გაატარეს ერთად. ამ პერიოდში 6 ფილმში იყვნენ პარტნიორები. სხვათა შორის, მათი მეგობრობა ქალის გარდაცვალების გამო დაინგრა. თუმცა, ალენი მას დღესაც სითბოთი იხსენებს.
ბრიჟიტ ბარდო
ფრანგი სექს-სიმბოლოები არასდროს იყვნენ საყვარლები. რა თქმა უნდა, ერთმანეთის მიმართ სიმპათიები ჰქონდათ, მაგრამ მათი კავშირი უფრო პიარი იყო. 1968 წელს საერთო ფოტოსესიამ კიდევ უფრო მეტი პოპულარობა მოუტანა ორივეს.
დალიდა
თითქმის ბავშვობიდან იცნობდნენ ერთმანეთს. მოგვიანებით მათი ურთიერთობა ვნებიან სიყვარულში გადაიზარდა. ეს იმის მიუხედავად, რომ ალენი მსახიობ რომი შნაიდერზე იყო დანიშნული, თუმცა, დალიდას არც ჰქონდა პრეტენზია, რომ მამაკაცი მას ცოლად შეირთავდა. განშორების შემდეგ წყვილი მეგობრებად დარჩა. საერთო სიმღერაც - Paroles Paroles - ჩაწერეს, რომელიც მსოფლიო ჰიტად იქცა.
ნატალი ბარტელემი
მოდელი და მსახიობი ნატალი ბარტელემი დელონის მეორე ოფიციალური ცოლი გახდა. წყვილს ვაჟი ენტონი ეყოლა. ერთმანეთი სიგიჟემდე უყვარდათ და სიგიჟემდე ეჭვიანობდნენ კიდეც. ურთიერთობის ხმაურიანი გარჩევა მათთვის ჩვეული მოვლენა იყო. ამბობენ, რომ ნატალის გამო ალენმა რომი შნაიდერი მიატოვა.
კლაუდია კარდინალე
კლაუდიასთანაც მეგობრობა აკავშირებდა. ერთად უამრავ ფილმში ითამაშეს და მათი დაწყვილებაც პიარის გამო მოხდა. თუმცა, იმასაც ამბობდნენ, რომ ფრანგი ვარსკვლავი ყველანაირად ცდილობდა ვნებიანი იტალიელის გულის მოგებას, მაგრამ... არაფერი გამოუვიდა.
რომი შნაიდერი
პირველი და ყველაზე ღრმა გრძნობა ალენს რომისთან აკავშირებდა. მათ კავშირს საუკუნის რომანი უწოდეს. ლამაზები, ნიჭიერები, ისინი იდეალურ წყვილს წარმოადგენდნენ, მაგრამ...
ერთმანეთი 1958 წელს, ფილმის "კრისტინა" გადაღების დროს გაიცნეს. გაცნობისას ერთმანეთი საერთოდ რა მოეწონათ, მაგრამ მათი ურთიერთობა ისე სწრაფად განვითარდა, რომ 1 წლის შემდეგ დაინიშნენ.
საზოგადოების წინაშე მამაკაცი მზრუნველ საყვარელს განასახიერებდა, მაგრამ განმარტოებისას ტირანად გადაიქცეოდა. რომის უკრძალავდა სხვა მამაკაცებთან შეხვედრას. ჩხუბი და შერიგება მათთვის ჩვეული გახდა. ცოტა ხანში ალენი მიხვდა, რომ მისნაირ ლამაზ და პოპულარულ მამაკაცს ერთი ქალი არ დააკმაყოფილებდა და რომი მიატოვა.
დელონი მხოლოდ წლების გასვლის შემდეგ მიხვდა, თუ რაოდენ ძლიერად უყვარდა შნაიდერი. მის დაკრძალვაზე გამოფიტული და უსიცოცხლო იყო. რომი არის ერთადერთი ქალი, რომელსაც დელონი ასე მოიხსენიებს: "ჩემი საყვარელი ქალი".
წყარო: lady-4-lady