მეგანმა პრინც ჰარისთან ურთიერთობის
დაწყების დღიდან მოყოლებული, თაყვანისმცემლების არმიას ორ საბრძოლო ბანაკად გაყოფისკენ უბიძგა: ერთნი, რომლებიც მხარს უჭერენ მსახიობის მეამბოხე განწყობას, ხოლო მეორე კატეგორია, რომელსაც არ შეუძლია შეყვარებული წყვილის ყურება.
თავისუფალი ჰერცოგინია ვერ იტანს წესებს. შესაბამისად, ყოველთვის არღვევს მათ და მხოლოდ საკუთარ ცხოვრებისეულ პოზიციებსა და პრინციპებს ექვემდებარება. ქეით მიდლტონისგან განსხვავებით, მას არ მიაჩნია დიეტების მკაცრად დაცვა აუცილებლობად, იმისათვის, რომ სწრაფად ჩადგეს ფორმაში. თავისი ქმედებებით მეგანი დემონსტრირებას უწევს იმას, თუ როგორ გამოიყურება ახალნამშობიარები ქალის სხეული, მიუხედავად მისი სოციალური სტატუსისა და ცნობადობისა.
რატომ არ იცავს მეგანი დიეტებს?
თუკი სამეფო ოჯახის წევრების ცხოვრებას თვალს ადევნებთ, ნახავდით, როგორ სწრაფად ჩადგა ფორმაში ქეით მიდლტონი. უკვე ბავშვის გაჩენიდან რამდენიმე კვირაში თავისუფლად შეეძლო მონაწილეობის მიღება თეთრეულის სარეკლამო კამპანიაშიც კი, ხოლო მეგანი სულაც ვერ დაიკვეხნის გახდომით და არც სურს რეალურად.
იმისათვის, რომ საკუთარი ფორმები დროულად დაებრუნა კემბრიჯის ჰერცოგინიას, ყოველდღიურად ვარჯიშობდა დარბაზში, დადიოდა იოგაზე და მკაცრი აკრძალვები ჰქონდა კვებაში. რა თქმა უნდა, ამან შედეგი გამოიღო, მაგრამ მეგანი დარწმუნებულია, რომ არ არის საჭირო ასეთი მკაცრი მეთოდების დადგენა და ეს უბრალოდ საკუთარი თავის დაცინვაა, იმისათვის, რომ საზოგადოების მოლოდინები გაამართლო.
ის თვლის, რომ ახალნამშობიარები დედებისადმი ძალიან დიდი მოთხოვნები აქვს ყველას. ამასთანავე, არავინ ახსენებს იმას, თუ როგორ რადიკალურად იცვლება სხეული ჰორმონალურ ფონზე ორსულობის შემდეგ. ასევე როგორი დიდი ძალისხმევაა საჭირო იმისათვის, რომ დაიბრუნო ძველი ფორმები.
სასექსის ჰერცოგინიამ გადაწყვიტა, აჩვენოს მსოფლიოს რეალური დედის სახე და არა იმ ქალის სახე, რომელიც ლამაზი ჟურნალების ყდებზეა. ის ხაზს უსვამს იმას, რომ ქალი ულამაზესია ნებისმიერ ფორმაში.
წყარო