„ბრედლი, შეხედე, რა გოგო დაკარგე“ - ირინა შეიკი პაემანზე ჯენიფერის ყოფილ მამაკაცთან შენიშნეს

„ბრედლი, შეხედე, რა გოგო დაკარგე“ - ირინა შეიკი  პაემანზე ჯენიფერის ყოფილ მამაკაცთან შენიშნეს
განქორწინების შემდეგ ირინა შეიკი მთლიანად გადაეშვა სამსახურში: გაფრინდა ისლანდიაში გადაღებებზე, შემდეგ ფლორენციაში დაესწრო ჩვენებებს, ადრიანა ლიმასთან ერთად ესპანური "ვოგის" ყდაზეც გამოჩნდა. სულ ახლახან კი ახალი ფოტოები გამოაქვეყნა ბრენდ „The Kooples“-სთვის.
Ирина Шейк
სანამ ჭორების თანახმად ბრედლი ლედი გაგასთან ერთად ბინის მოწყობითაა დაკავებული, ირინა რამდენჯერმე შენიშნეს ჯენიფერ ენისტონის ყოფილ მეგობარ მამაკაცთან, ჯასტინ ტერუსთან ერთად. ამის თაობაზე ინფორმაცია გაავრცელა ვებპორტალმა „Gossip Cop“-მა: „ირინამ თქვა, რომ მან ჯასტინთან სიმშვიდე იპოვა. ისინი ერთად ვახშმობენ. მოდელმა მათ შორის უხილავი კავშირი აღმოაჩინა“.

თუმცა ამ
დროს სხვა წყარო - „E! News“-ი იუწყება, რომ ირინას არავინ არ ჰყავს და თავისუფალ დროს ქალიშვილს, ლეას უთმობს.
Ирина Шейк с дочкой (фото legion-media)
შეგახსენებთ, რომ ირინა და ბრედლი ივნისის დასაწყისში გაეყარნენ ერთმანეთს. ისინი 4 წლის განმავლობაში ურთიერთობდნენ და ჰყავთ ერთი ქალიშვილი - ლეა.

წყარო
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
e87a93