ინტერნეტში გამოჩნდა ფოტოები, სადაც ლედი გაგა თავის ხმის რეჟისორს, დენ ჰორტონს კოცნის.
ეს ინფორმაცია საზოგადოებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან როგორც იცით, მას ბრედლი კუპერთან რომანს მიაწერდნენ.
პორტალ People-ს ინსაიდერი მოუყვა, რომ მომღერალი ჰორტონთან ბედნიერია.
მასზე ცოტა რამაა ცნობილი. დენი გაგასთან 2018 წლის ნოემბრიდან მუშაობს. ადრე არიანა გრანდესთან, ჯასტინ ტიმბერლეიკთან და სხვა ვარსკვლავებთან თანამშრომლობდა.
2013-დან 2016-მდე დაქორწინებული იყო მსახიობ ოტემ გუზარდიზე, რომელმაც ყოფილი ქმრის რომანზე სიახლე ყურადღების გარეშე არ დატოვა.
ოტემმა "ინსტაგრამში" თავისი ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა: «Poker Face» (ლედი გაგას 2008 წლის ერთ-ერთი ჰიტის სახელწოდება). ხელმომწერები კომენტარებში უწერენ: "ამაზე მაღლა დადექი".
წყარო