ემრე ქიზილირმაქი და ნინი ბადურაშვილი ახალ ვიდეოსა და ფოტოებს აქვეყნებენ

ემრე ქიზილირმაქი და ნინი ბადურაშვილი ახალ ვიდეოსა და ფოტოებს აქვეყნებენ
როგორც ცნობილია, ნინი ბადურაშვილის მამა - ერეკლე ბადურაშვილი იყო ინიციატორი იმისა, რომ ემრეს მის ფილმში ეთამაშა. შეგახსენებთ, რომ ნინი და ემრე ქიზილირმაქი მთავარ როლში არიან. როგორც იცით, ქიზილირმაქს თურქეთში საკმაოდ წარმატებული სამსახიობო კარიერა აქვს.
როდესაც ფილმის გადაღებების შესახებ გახმაურდა, ჩვენ თურქ მსახიობს დავეკონტაქტეთ და განგვიცხადა, რომ ფილმი საქართველოსა და თურქეთის რეალურ ისტორიაზეა.
ცოტა ხნის წინ ნინისა და ემრეს "ინსტაგრამზე" ახალი ვიდეო და ფოტოები გამოქვეყნდა. პოსტების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მსახიობებმა გადაღებები ფაქტობრივად დაასრულეს და ძალიან კმაყოფილები არიან. გულშემატკივრები
ფილმის გამოსვლას მოუთმენლად ელოდებიან.

"ნინი, წარმატებები! დარწმუნებული ვარ, დაგიფასდება ყველაფერი ის, რაც აქამდე გიკეთებია... პარტნიორშიც გაგიმართლა. ეტყობა, რომ პატივს სცემს ჩვენს ქვეყანას და განსაკუთრებით შენ" - ასე გამოეხმაურა ერთ-ერთი გამომწერი სიახლეებს.
ემრე ქიზილირმაქი "ინსტაგრამზე" აქტიურად მსჯელობს საქართველოზე და ეტყობა, რომ აქაურობამ მასზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. ერთ-ერთ ახალ პოსტში ისიც დაწერა, რომ ჩვენი კერძებით და გარემოთი მოხიბლულია.

მსახიობმა რამდენიმე ახალი ფოტოც გამოაქვეყნა, სადაც ის და ნინი გადასაღებ მოედანზე არიან.



FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 2 /
mariana
იმედია ეხლა ამ კაცზე არ გაათხოვებს მამამისი ნინის!!!
19:46 / 03-08-2019
გამოხმაურება / 0 /
taso
კაი მაგარი ტიპია
13:10 / 02-08-2019
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
e87a93