მოდელი, სამოდელო სააგენტო Geomodels-ის ხელმძღვანელი თაკო ჩხეიძე ცოტა ხნის წინ პარიზში შეხვდა მსოფლიოში აღიარებულ რუს ტოპ-მოდელს და საქველმოქმედო ფონდ Naked Heart Foundation-ის დამაარსებელ ნატალია ვოდიანოვას.
ერთობლივი ფოტო ქართველმა მოდელმა "ინსტაგრამის" პირად გვერდზე განათავსა წარწერით: "ის ანათებს შიგნიდან და გარედან" (She shines in and out).
ქართველი და რუსი ტოპ-მოდელების ერთობლივ ფოტოს სოციალურ ქსელში უამრავი გამოხმაურება მოჰყვა: "ორი მშვენება"; "ჩვენი ჯობია"; "თაკო, შეუდარებელი ხარ ნამდვილად"; "ორთავე არაჩვეულებრივი ხართ"; "თაკო და ნატალია - ქალები, რომლებიც შთაგაგონებენ!" - წერენ კომენტარებში.
მოდელების შეხვედრა პარიზში, დემნა გვასალიას Vetements-ის 2020 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენებაზე შედგა. გვასალიამ ამჯერადაც არ უღალატა ჩვეულ ეპატაჟს და ჩვენება პარიზის ერთ-ერთ ყველაზე დიდ "მაკდონალდსში" ჩაატარა. გაგრძელება + ფოტო