კონსტანტინე მელაძესა
და ვერა ბრეჟნევას პირადი ცხოვრების გასაჯაროება არ უყვართ. შესაბამისად, ერთად ძალიან იშვიათად ჩნდებიან საზოგადოების წინაშე. ვარსკვლავები 2015 წელს დაქორწინდნენ. მათი ქორწინება ფორტ-დეი-მარმის მერმა უმბერტო ბურატიმ იტალიაში დაარეგისტრირა.
2017 წელს მელაძემ სატელევიზიო გადაცემაში გასაიდუმლოებულ ქორწინებაზე ისაუბრა. „არავინ იყო, ჩვენ ეს ყველაფერი მხოლოდ ჩვენ ორისთვის მოვაწყვეთ. ქორწილი იტალიაში ჩატარდა. ხმაური არ გვიყვარს. შესაბამისად, ყველაფერმა წყნარად ჩაიარა“.
ცოტა მოგვიანებით მომღერალმა ერთობლივი სურათების გამოქვეყნება დაიწყო, მაგრამ უეცრად მისი პირადი გვერდიდან გაქრა ყველაფერი. გამომწერებმა ატეხეს აჟიოტაჟი. კომენტარებში ერთ-ერთმა მომხმარებელმა დაუწერა: „ვერა, სად გაქრა ის ფოტო, სადაც კონსტანტინეს ხელში ჰყავხარ აყვანილი?! ვიდეო მიუნჰენიდან? დააბრუნეთ, გთხოვთ, თავის კუთვნილ ადგილას“, პასუხად კი მომღერალმა დაუწერა კომენტარი: „წავშალე, იმიტომ, რომ მტრები არ გავაღიზიანო“...
ჩვენ კი დაველოდოთ ოფიციალურ განცხადებას მათ ურთიერთობასთან დაკავშირებით.
წყარო