აიზამ გუფის ყოფილ ქალებზე გულახდილად ისაუბრა (ფოტო)

აიზამ გუფის ყოფილ ქალებზე გულახდილად ისაუბრა (ფოტო)
გუფის ყოფილი მეუღლე აიზა ანოჰინა 6-წლიანი ქორწინების შემდეგ რეპერ გუფს დაშორდა. მათ ქორწინებიდან ბიჭი შეეძინათ - სემი, თუმცა მათი განქორწინება მშვიდად არ დასრულებულა. აიზას რეპერი საკმაოდ ბევრ რამეში ადანაშაულებდა, მათ შორის იმაშიც, რომ უკრძალავდა შვილის ნახვას.

ამჟამად მღელვარების ტალღამ გადაიარა ორივე მხარესთან. აიზა ცხოვრობს ბალიზე მეუღლესთან, დიმიტრი ანოჰინთან და ორ შვილთან ერთად. ელვისი მას დიმიტრისგან 2016 წელს შეეძინა, ხოლო გუფი კვლავ სიყვარულში უტყდება თავის ყოფილს - ქეთა თოფურიას.

სულ ახლახან გამომწერებმა აიზას პირად გვერდზე კომენტარები
დაუტოვეს, თუ როგორ მიიღო ის ფაქტი, რომ გუფის და მისი საერთო შვილი სემი, თავისი მამის ყველა ქალთან კარგად ურთიერთობს, რაზეც აიზამ უპასუხა: „პირველ რიგში, სემი სულელი არ არის, იცის, რომ მე მისი დედა ვარ და ჩემზე უკეთესი არავინ ჰყავს ქვეყანაზე; მეორე მხრივ, მე არანაირი გრძნობა არ გამაჩნია გუფის მიმართ, საერთოდ ყოფილებს არც კი ვიხსენებ. ჩვენ არ ვჩხუბობთ, არც ვმეგობრობთ, მაგრამ ვიცით, რომ სემის მშობლები ვართ და როგორც შეგვიძლია, ისე ვზრდით. მესამე მხრივ, ჩემი ყოფილის ორ ქალს პატივს ვცემ და ვმეგობრობ მათთან (ლელე ფაკი გუფს ხვდებოდა 2014-17 წლებში). შესაბამისად, საერთოდ არ მწყინს, რომ სემი მათთან კარგად მეგობრობს“ - დაწერა აიზამ თავის პირად გვერდზე.

წყარო

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
e87a93