„გაშიშვლებული და მგრძნობიარე“ - ანჯელინა ჯოლი პარფიუმის ახალ სარეკლამო რგოლში გადაიღეს (ვიდეო) - Marao

„გაშიშვლებული და მგრძნობიარე“ - ანჯელინა ჯოლი პარფიუმის ახალ სარეკლამო რგოლში გადაიღეს (ვიდეო)

2019-08-06 13:05:22+04:00


ანჯელინა ჯოლი ეკრანებს დაუბრუნდა და მზად არის, დააჰიპნოზოს თავისი ქალურობითა და სექსუალურობით ყველა, განურჩევლად სქესისა. მსახიობმა მონაწილეობა მიიღო ახალ სარეკლამო რგოლში „Guerlain“-ის პარფიუმისთვის, რომლის რეჟისორი სამი „ოსკარის“ მფლობელი ემანუელ ლიუბეცკია. მსახიობის და რეჟისორის კოლაბორაცია კი უდავოდ წარმატებული აღმოჩნდა.

Image result for angelina jolie gifs

ვიდეორგოლის გადაღებები მიმდინარეობდა ჯოლის სახლში, კამბოჯაში. მსახიობმა უარი არ თქვა გაშიშვლებაზე და თავისი უამრავი ტატუს დემონსტრირებაზე, რომელიც მის ლამაზ სხეულს ამშვენებს. ნაზმა, ჰაეროვანმა, მომნუსხველმა ენჯიმ იცის, როგორ შეგვაყვაროს თავი. „Guerlain“-მა ის 2017 წელს თავის მუზად დაასახელა და მსახიობი შეისყიდა.

Image result for angelina jolie gifs

ჯოლის სამსახიობო ნიჭის შეფასება კიდევ ერთხელ შეგვეძლება უკვე შემოდგომაზე, „მალეფისენტა: სიბნელის მბრძანებლის“ პრეზენტაციაზე, ხოლო ერთი წლის თავზე კი მარველის „უკვდავების“ კინოპრემიერა გველის წინ, რომელშიც მსახიობმა მებრძოლი ტენუს როლი მოირგო.

Image result for angelina jolie gifsRelated image

წყარო