"მადლობა ყველაფრისთვის" - ჯესი ჯეის ემოცია, ფოტოები და ვიდეო შეკვეთილიდან

"მადლობა ყველაფრისთვის" - ჯესი ჯეის ემოცია, ფოტოები და ვიდეო შეკვეთილიდან
როგორც იცით, ცოტა ხნის წინ შეკვეთილში ჯესი ჯეის კონცერტი ჩატარდა. მომღერალმა საკუთარ "ინსტაგრამზე" ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ ძალიან კმაყოფილია.
აგრეთვე, ფოტოების აღწერაში აღნიშნა ისიც, რომ კონცერტი ანშლაგით ჩატარდა და აბსოლუტურად ყველა ბილეთი გაიყიდა.
"მე ამ საღამოს 2010 წელში დავბრუნდი. გასაოცარ ენერგიას ვგრძნობ. ამჟამად ყველა ბილეთი გაყიდულია. თქვენ მე სიყვარულს მჩუქნით. მადლობა, მადლობა, მადლობა, მადლობა ყველაფრისთვის" - ამბობს მომღერალი.


ეს ვიდეოები ჯესის თაყვანისმცემლებმა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნეს:



პოპულარული მომღერლის პირადად გამოქვეყნებულ ფოტოებს "ინსტაგრამზე" ქართველებისგან სახალისო კომენტარები მოჰყვა,
რომლებსაც ბევრი მოწონება აქვს.
გთავაზობთ მათგან ყველაზე დასამახსოვრებელს:
"იგრიალე, ოქრო", "ახოვანი ქალბატონი", "ხომ გთხოვე, ეს ფოტო არ დადო-მეთქი" და ა.შ..



მსმენელი ძალიან კმაყოფილი დარჩა. ისინი ჯესის ყველაფერში ეთანხმებოდნენ. მაშინაც, როცა მოუწოდა, რომ ტელეფონები ცოტა ხნით დაევიწყებინათ და ყველაფრით დამტკბარიყვნენ. გულშემატკივრები ხელებაწეულები ჰყვებოდნენ საყვარელ მომღერალს.





FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
e87a93