როგორ საცურაო კოსტიუმებს ანიჭებენ ამ სეზონზე უპირატესობას ყველაზე ცეცხლოვანი სელებრითები

როგორ საცურაო კოსტიუმებს ანიჭებენ ამ სეზონზე უპირატესობას ყველაზე ცეცხლოვანი სელებრითები
ზაფხულისთვის გოგონები განსაკუთრებულად ემზადებიან და ცდილობენ, შესაშურ ფორმაში იყვნენ, თუმცა, ამას ყველა ნამდვილად ვერ ახერხებს, ან უბრალოდ ამის სურვილი აქვს და სანაცვლოდ არანაირ ხერხს არ მიმართავს.
საცურაო კოსტიუმი ზაფხულის ერთ-ერთი განუყრელი ატრიბუტია, სადაც ჩვენი ფორმების ყველა ნაკლი და მომხიბვლელობა სრული სიზუსტით ჩანს.

„რეიტინგმა“ ქართველი სელებრითების საზაფხულო ფოტოებს გადაავლო თვალი და დაინტერესდა, როგორ საცურაო კოსტიუმებს ანიჭებენ უპირატესობას.

ქეთა თოფურია


მომღერალი ქეთა თოფურია საზაფხულო კურორტების დიდი მოყვარულია. ის ზამთარშიც კი ზაფხულის კურორტებს ანიჭებს უპირატესობას და თბილ ქვეყნებში
ისვენებს. ქეთა სოციალური ქსელის მომხმარებლებს ხშირად უზიარებს საცურაო კოსტიუმში გადაღებულ ფოტოებს.


თუ მისი "ინსტაგრამის" ფოტოებით ვიმსჯელებთ, ქეთას განსაკუთრებულად თეთრი ფერის საცურაო კოსტიუმები უყვარს. ეს გასაკვირი არც არის, ის შესაშურ ფორმაშია და რუჯი თეთრი ფერის საცურაო კოსტიუმში უფრო შთამბეჭდავად ჩანს.
ქეთასთვის საცურაო კოსტიუმის ფასს და ბრენდს მნიშვნელობა არ აქვს. ბოლოს მან "ინსტაგრამზე" ქართველი დიზაინერის საცურაო კოსტიუმში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. ეს კოსტიუმი სულ რაღაც 50 ლარი ღირს.


შორენა ბეგაშვილი

მსახიობი შორენა ბეგაშვილი მუდმივად ცდილობს, შესანიშნავად გამოიყურებოდეს. ზამთარში ის ვარჯიშობს, ზაფხულში კი თავისუფალ დროს საცურაო აუზზე ან მზიან კურორტზე ატარებს. მას შემდეგ, რაც შორენა ბეგაშვილი ბიზნესმენ ირაკლი ნანაძეზე გათხოვდა, მზეზე უფრო მეტ დროს ატარებს, რადგან წყვილი თბილისის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში ცხოვრობს, სადაც საცურაო აუზიც აქვთ.
გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
e87a93