ზაფხული ფერადი და ორიგინალური მანიკიურის გარეშე ქალბატონებისთვის ფაქტობრივად წარმოუდგენელი რამ არის.
საჭიროა, რომ ფერები სწორად შევარჩიოთ და სამოსს შევუხამოთ. აქვე უნდა გავითვალისწინოთ როგორი მანიკიურია ამ სეზონზე ტრენდული და სასურველი.
ჩვენ გადავხედეთ ქართველი ცნობილი ქალბატონების სთორებს და "ინსტაგრამზე" არსებულ ფოტოებს, რათა თქვენთვის ამ სეზონზე ყველაზე ტრენდული მანიკიურის იდეები შემოგვეთავაზებინა.
შორენა ბეგაშვილი ელექტრიკი ფერის "მყვირალა" მანიკიურს ირჩევს, რაც მის გამომწერებს ძალიან მოეწონათ.
<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>
"თუ ამინდი ხელს არ გვიწყობს, ჩვენ გავაფერადოთ დღე" სწორედ ასეთი წარწერა გაუკეთა ამ ფოტოებს მსახიობმა.
ნუკი კოშკელიშვილი კი ნათელ, პასტელის ფერებს ამჯობინებს. მოდელი მანიკიურის ფერს ხშირ შემთხვევაში საცურაო კოსტიუმს უხამებს ხოლმე. როგორც ხედავთ მისი მანიკიური ზედმეტი დატვირთვისა და გაფორმებების გარეშეა. აღსანიშნავია, რომ შილაკზე მეტად გელ-ლაქს ანიჭებს უპირატესობას.
მომღერალი ქეთა თოფურია მართალია პომპეზურად იცვამს, მაგრამ მისი მანიკიური ყოველთვის სადა, ნაზი და თითქმის შეუმჩნეველია.
მისი არჩევანი ფრენჩი და გლუვი ტექსტურის მანიკიურებია.
ურიგო არ იქნება, თუ მანიკიურის ფერს ტუჩსაცხს შევუსაბამებთ. მოდელი ნინი გოგიჩაიშვილი სწორედ ასე მოიქცა.
ნუკი კოშკელიშვილის მსგავსად, მომღერალი მაკა ზამბახიძეც საცურაო კოსტიუმისა და მანიკიურის ფერების ერთი და იგივე გამას ირჩევს.
რომელია თქვენი ფავორიტი ვარიანტი?