ულამაზესი ქართველი მოდელი ანა შელია მორაგბე ლაშა ლომიძის ცოლია. ისინი ერთ-ერთ ყველაზე შესაფერის ქართველ წყვილად შეიძლება ჩავთვალოთ, რადგან ერთმანეთს უზომოდ უხდებიან. მათ ბევრი გულშემატკივარი ჰყავთ, რომლებიც კომპლიმენტებს არასდროს იშურებენ.
წყვილი პარაგრაფ შეკვეთილში ისვენებს და "ინსტაგრამზე" ფოტოებსა და ვიდეოებს ხშირად აქვეყნებს.
ცოტა ხნის წინ ანამ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც კანოეს მართავს და თავის გამომწერებს მოუწოდებს, რომ ზაფხული საქართველოში გაატარონ.
"ძალიან ლამაზი ვიდეოა, შენ კი საოცრება ხარ", "რა ლამაზი ადგილია" - ეხმაურებიან გამომწერები.
ალბათ, დაგვეთანხმებით, რომ მოდელი მშვენიერ ფორმაშია.
„ინსტაგრამზე“ თუ ანას გამომწერი ხართ, იმასაც შენიშნავდით, რომ როუზი ჰანტინგტონ უაიტლს ადარებენ.
როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში ითქვა, ლაშამ ანა პირველად 13 წლის ასაკში დაინახა და ძალიან მოეწონა. წლების შემდეგ კი ისე მოხდა, რომ ბათუმში ჩასულებმა ერთმანეთი ისევ დაინახეს. ლამაზი ისტორია დაოჯახებით დაგვირგვინდა და წელიწადზე მეტია ერთმანეთის სიყვარულში ცხოვრობენ.
როგორც ხედავთ, ახალი ფოტოებიდანაც კარგად ჩანს, რომ მათ მოსიყვარულე, თბილი და მეგობრული ოჯახი აქვთ.