რამდენიმე საათის წინ მოდელმა და ტელეწამყვანმა ნუკი კოშკელიშვილმა ახალი ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც მისი შედეგი ჩანს. გამომწერების გარკვეული ნაწილი ნუკის ეუბნებოდა, რომ გახდომა არ სჭირდებოდა და ისედაც შესანიშნავად გამოიყურებოდა, თუმცა მოდელს დასახული მიზნისთვის თავი არ დაუნებებია. მან არაერთი დიეტა მოსინჯა და ბოლოს ცელულიტის მოყინვა გადაწყვიტა.
ცელულიტები საკმაოდ პრობლემური თემაა და ეს პროცედურა ახლა მას აუცილებლად მიაჩნია.
აი, რას წერს ნუკი ახალ პოსტში, ერთი თვის წინ გადაღებულ და ახლანდელ ფოტოზე:
"ოპააააა, სულ ცოტა დარჩა. თითქოს კი მიხარია, რომ ცოტა ჩემს ძველ თავს ვემსგავსები.
მაგრამ აი, ამ ბოლო ორ/სამ კილოსთან ბრძოლა ტანჯვაა.
მშიაააააააა!!! თან მშია რამე საზიზღრობა - ან შაურმა, ან ტორტი ან კიდევ რამე “ვარესი”.
რა დავაშავეთ ამ სიპუტკუნისკენ მიდრეკილმა ხალხმა, რომ სულ მუდამ იმაზე ვდარდობთ, რამდენი ვჭამეთ, ვაიმე, არ გავსუქდე გვიტრიალებს ტვინში.
ამ დროს გაჩხიკინებული, საზიზღარი ადამიანები კარაქიან პურს არ იკლებენ. ახლა ცოტა გამამხნევეთ და ხვალ დავწერ, როგორ დავიკელი, სულ დაწვრილებით".
"ვგიჟდები ნებისყოფიან ხალხზე", "რატომ არიან "გაჩხიკინებული" ადამიანები "საზიზღრები"?? ეგ უკვე ბულინგია (იცინის), "ვჭამ და არ ვსუქდები, გასკდი შურით", "მე ორივე ფოტოზე მომწონხარ, დაწერე, როგორ გავსუქდე" - ეხმაურებიან გამომწერები ნუკის.
ეს კი წინა თვის პოსტი გახლავთ: "ჩემი წონა ასეთი თვალში მოსახვედრი არ იქნებოდა, რომ არა უკიდეგანო ცელულიტური, თითქოსდა 10000 წლის სხეული. მე ვარჯიში არ შემიძლია!!!! ნუ აი, არა და მომკალით (ვიცი ცუდი პროპაგანდაა, თუ შეგიძლიათ ივარჯიშეთ ამაზე კარგი ვერაფერი იქნება). ამიტომ მე მოვიყინე ცხიმი".
გამომწერები ახალ დიეტას ელიან, რომლის მეშვეობითაც ნუკი კოშკელიშვილი სასურველ ნიშნულს მიუახლოვდა.