სელებრითები

ვარსკვლავები, რომლებიც ყოფილებთან მეგობრობენ

ვარსკვლავები, რომლებიც ყოფილებთან მეგობრობენ
განქორწინება ცხოვრების დასასრული არაა და არც ყოფილთან მტრობის მიზეზი. ბევრი ახერხებს, მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნოს ყოფილ მეუღლესთან და გამონაკლისები არც ვარსკვლავები არიან.


ბენ აფლეკი და ჯენიფერ გარნერი

მათი განქორწინების მიზეზი ის იყო, რომ ბენი თავისი შვილების ძიძას გაუმიჯნურდა. მაგრამ ახლა მათ ისევ ხედავენ ერთად, თანაც ხშირად.

ბრიუს უილისი და დემი მური

წყვილის ქორწინებამ 13 წელი გასტანა და მათ სამი ქალიშვილი გაზარდეს. მათი განქორწინების მიზეზიც მამაკაცის ღალატი გახდა. თუმცა მეუღლეები მეგობრებად დარჩნენ და ახლა წვეულებებზეც ერთად ჩნდებიან.

კამერონ დიასი და ჯასტინ ტიმბერლეიკი

დიასმა ჯასტინი 2006 წელს, სამწლიანი რომანის შემდეგ მიატოვა, მაგრამ ისინი მეგობრებად დარჩნენ და წლების შემდეგ, როცა კამერონი ფილმში "ძალიან ცუდი მასწავლებელი" გადაიღეს, ჯასტინმა თქვა: "კამერონი ძალიან ნიჭიერი და სასაცილოა. მიყვარს ყველაფერი, რასაც ის აკეთებს. ჩვენ საუკეთესო მეგობრები ვართ".

რიზ უიზერსპუნი და რაიან ფილიპი

ერთმანეთი რესტორანში, რიზის 21 წლის იუბილეს აღასანიშნავ დაბადების დღეზე გაიცნეს. 2 წლის შემდეგ გოგონა ეყოლათ, შემდეგ ბიჭი. 5-წლიანი ურთიერთობის შემდეგ წყვილი დაშორდა. ამბობენ, რომ რაიანის ინიციატივით, მაგრამ თბილ ურთიერთობას დღემდე ინარჩუნებენ.

მირანდა კერი და ორლანდო ბლუმი

ერთმანეთი 2007 წელს გაიცნეს. სამ წელიწადში დაქორწინდნენ. 2011 წელს ვაჟი გაუჩნდათ. 2013 წელს განქორწინდნენ და გაწყვიტეს ყველანაირი კავშირი, მაგრამ ახლა სულ უფრო ხშირად ჩნდებიან ერთად და ბავშვსაც შეთანხმებულად ზრდიან.

ჯენიფერ ლოპესი და მარკ ენტონი

2008 წელს წყვილს ტყუპი შეეძინა. 3 წლის შემდეგ ვარსკვლავები დაშორდნენ. მათ განქორწინების მიზეზი დღემდე არ გაამხილეს, მაგრამ ერთ-ერთ ინტერვიუში ჯეი ლომ თქვა, რომ მადლობელია მარკის ამ რამდენიმეწლიანი ურთიერთობისთვის.

წყარო
ბეჭდვა
e87a93