ბოლო პერიოდში ანუკი არეშიძე თავის ფოტოებს ნაკლებად აქვეყნებდა.
ერთი პერიოდი დიზაინერს აბსოლუტურად ქერა თმა ჰქონდა, ახლა კი, როგორც ხედავთ, მელირება აქვს. როგორც ჩანს, მუქი და ღია ფერების ნაზავი გამომწერებმა მას უფრო მეტად მოახდინეს:
"თმის ფერი მომწონს ძალიან. ულამაზესი ხართ", "აი, ძალიან სასწაული გოგო ხარ, ანუკი", "ეს არის ჩემი გოგო, რომელიც დანახვისთანავე მათბობს" და სხვა...
ანუკიმ განსხვავებული დეტალები ჩაცმულობაშიც შეიტანა. მის ფოტოებში შეგხვდებათ სანდლების მსგავსი საზაფხულო ფეხსაცმელები, ატლასის მთლიანად ზურგმოშიშვლებული კაბა, 60-იანი წლების სტილის ჩანთები... ეს თამამი კაბა ანუკის მიერ შექმნილი სამოსის ახალი კოლექციიდანაა.
ჯინსის მოსაცმელი, პლისეებიანი ქვედაბოლო და ყვავილებიანი ნაჭრით შეკრული თმა საკმაოდ სადა და მარტივი გადაწყვეტაა. ამ ფოტოებზე დიზაინერს თმის ფერის ცვლილებას უკეთ შეატყობთ. გამომწერების აზრით, მას დამჯდარი ტონის ქერა თმა მოყვითალო ქერაზე მეტად მოუხდა.
ცნობილია, რომ დიზაინერი მოხიბლულია მინიმალიზმით.
წინა დღეებში გამოაქვეყნა ფოტო, სადაც მისი პატარა აქსესუარი ჩანს - ზღვის ნიჟარის ფორმის მარგალიტებიანი ყელსაბამი.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ანუკი თითქმის შეუმჩნეველ ყელსაბამებსაც სწყალობს. მაგალითად ისეთს, როგორსაც ახლა ეიფელის გამოსახულების ციცქნა კულონი ამშვენებს.
როგორი უცნაურიც უნდა იყოს, აქსესუარების ფოტოებს იმაზე მეტი კომენტარი აქვს ხოლმე, ვიდრე მის ზოგიერთ ლუქს.