ფაქტია, რომ მოდელი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი ძალიან გულწრფელია და თავის გამომწერებს თამამად უყვება ისეთ ისტორიებს, რომელსაც ზოგჯერ მხოლოდ უახლოეს მეგობრებს ანდობენ. ამისთვის ნუკის გამომწერები მადლობლები არიან და ეს კომენტარებშიც კარგად ჩანს.
ამბავი, რომელსაც ნუკი გვიყვება რამდენიმე საათის წინ მის "ინსტაგრამზე" გამოქვეყნდა.
ნუკი კოშკელიშვილი:
"ასე შვიდი წლის წინ, ბენამდე ბევრად უფრო ადრე მყავდა ერთი შეყვარებული.
ძალიან მომწონდა და რასაც იძახდა ყველაფრის მჯეროდა.
ახლა ამას რატომ გიყვებით, ერთხელ მახსოვს ვდიეტობდი თუ მოვიმატე.
რიგითი ბრძოლა მქონდა წონასთან, როცა მომიტრიალდა და მითხრა: “აუ ნეტავ რას წვალობ ამდენს, შენ ბავშვს რომ გააჩენ ისე გასივდები, აღარაფერი გიშველისო". აი ვითომ ხუმრობით, ვითომ “ყველაფერი ვიცი, ამდენი მიცხოვრიას” ჭრილში მომახსენა.
აუუუუ მე დავიგრუზე!!! ჯერ ხომ ეს ტიპი ეგრევე შემზიზღდა.
მანდ ხომ ეგრევე ფიქრები გაქვს, თუ ასე ფიქრობს ანუ ჩემთან არც აპირებს ყოფნას, თუ აპირებს და მე რაში მჭირდება.
ეს ბიჭი გაქრა მალევე ჩემი ცხოვრებიდან, მაგრამ კომპლექსი დამრჩა..
მთელი ორსულობა იმაზე ვფიქრობდი იქნებ მართალი იყო თქო.
(თან არ იყო შტერი კაცი, მართლა ჭკვიანი იყო) რაც კიდევ უფრო ამძაფრებდა ჩემს კომპლექსს.
ბენს ვეუბნებოდი, აუ ასე რომ დავრჩე პუტკუნა თქო. იმას ეცინებოდა და მეუბნებოდა ასეთი კიდევ უფრო მიყვარხარო, მაგრამ თუ მოინდომე მთებს გადადგავ და წონის დაკლება რა გახდაო.
ამით იმის თქმა მინდა რომ წონა იქით იყოს, მნიშვნელოვანია გვერდში გყავდეს ადამიანი რომელსაც სჯერა შენი, გამხნევებს, ძალას გაძლევს.
ყველაფერში!!! ეს მხოლოდ წონას არ ეხება.
მგონია რომ სიყვარულიც სწორად ეს არის, იყო იმ ადამიანის მთავარი ქომაგი და სტიმული, კედელი და ძალა.
ყოველდღე მიხარია, რომ სწორ ადამიანთან მომახვედრა ღმერთმა (სამყარომ, ბედმა), რაც გინდათ ის დაარქვით. ის ბიჭი არ ვიცი კითხულობს თუ არა, თუ კითხულობს, ესეც შენ გაჩენიდან ერთ წელიწადში, უფოტოშოპოდ და ისე როგორც არის. ჰაჰაჰა, არავინ დააკომპლექსოთ მეგობრებო, თორემ ჩემსავით გულში ჩაიდებენ და არ დაგივიწყებენ".