სელებრითები

“მე მიყვარს შენი სტრიები“- ქართველი და უცხოელი ცნობილები სტრიებიან ფოტოებს აქვეყნებენ

“მე მიყვარს შენი სტრიები“- ქართველი და უცხოელი ცნობილები სტრიებიან ფოტოებს აქვეყნებენ
ცოტა ხნის წინ ქართველმა ტელეწამყვანმა და მოდელმა ნუკი კოშკელიშვილმა საკმაოდ გამბედავი ნაბიჯი გადადგა. ის პირველი ქართველი ქალბატონია, რომელმაც თავისი ფოტო, სადაც სტრიები უჩანს საჯაროდ გამოაქვეყნა.

"დაზუმეთ სტრიებზე. სხვათაშორის ეს სტრიები გარდატეხის ასაკში გამიჩნდა. არ ვიცი სწრაფად გავიზარდე, თუ ჩემმა სიპუტკუნემ ქნა მაგრამ ასე დამრჩა სამუდამოდ. კი აშორებენ ახლა, მაგრამ მგონი შევეჩვიე უკვე ამ სტრიებთან შეხმატკბილებულ ცხოვრებას.
დღეს ვფიქრობდი, ჩვენი სხეული ნახატივით არის და ჩვენს ცხოვრებას ასახავს.. დრამატულად ჟღერს თუ პოეტურ/რომანტიულად, მაგრამ ხომ არ ღირს რომ
შევიყვაროთ ჩვენი სხეული ისეთი როგორიც არის. ამ ფოტოს დადებისას ვიფიქრე ხომ არ მიმეფოტოშოპებინა და მერე გადავიფიქრე. ეგ ვარ რაც ვარ, ვცდილობ ამ აზრს ნელ ნელა შევეგუო. თქვენ რას ფიქრობთ მოგვწონდეს ჩვენი თავი თუ მაინც ვიბრძოლოდ ბოლომდე გაუმჯობესებისთვის? "
- წერს მოდელი. 

"მე მიყვარს შენი სტრიები", "ვფიქრობ ადამიანები რომლებიც სილამაზეს აღიქვამენ, არ დააკვირდებიან ამ პატარა ბზარებს ქალის ლამაზ სხეულზე, ხოლო იმათ ვინც ისედაც ვერ აღიქვამს ქალის უნიკალურ სხეულს- ვერაფრით მოაწონებ მათ თუნდაც ''უსტრიო'' სხეულს", "როცა გინდა უკეთესი იყო და ამისთვის შრომობ, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ შენი თავი არ გიყვარს ისეთი, როგორიც ახლა ხარ"- დაუკომენტარეს პასუხად.

მე მინახავს თუ როგორ აქვეყნებენ უცხოელი მოდელები საკუთარ "ინსტაგრამზე" სტრიებიან ფოტოებს, ამიტომ გადავწყვიტე მათ შესახებაც მოგიყვეთ და ფოტოები წარმოგიდგინოთ.
გამონაკლისი არც "Victoria's Secret-ის" ერთ-ერთი მოდელი: ჟასმინ ტუკსია. მას სტრიები ფეხებსა და დუნდულებზე აქვს, თუმცა ფოტოები ფოტოშოპით სულაც არ დაუმუშავებიათ.  ამ ყველაფერს ჟასმინი არ შეწინააღმდეგებია, პირიქით ის კმაყოფილი იყო, რომ ასეთი ნაბიჯი გადადგა.




"Victoria's Secret-მა" ერთგვარი კამპანიაც წამოიწყო, რომ სტრიები არ უნდა იყოს ადამიანის ნაკლი და სწორედ ასე ფიქრობს საზოგადოება.
სტრიები ჩნდება მაშინ, როდესაც კანის ზედაპირული გარსი იჭიმება. კოლაგენი პასუხისმგებელია კანის ელასტიურობაზე, შედეგად სკდება კანი და სწორედ ისე გამოიყურება როგორც ფოტოებზე ხედავთ.
შემდეგი ცნობილი მოდელი გახლავთ დენის ბიდო- რომელიც წინამორბედი ქალბატონების მსგავსად თამამად პოზირებს და საკუთარი სტრიები სულაც არ აკომპლექსებს.

თქვენთვის კარგად ნაცნობი ანგელოზი- უმშვენიერესი ქენდისიც იმავე აზრზეა. მის "ინსტაგრამზე" ერთი წლის წინ ვნახე, რომ თავისი ნებითაც გამოაქვეყნა ფოტო, სადაც სტრიები უჩანს. ის ამბობდა, რომ სტრიები ლამაზია და მათი გამოჩენა არ ერიდება.

მსოფლიოში სულ რამდენიმე ონლაინ მაღაზია არსებობს, რომლებიც ქალის თეთრეულს ყიდიან და ამავდროულად სტრიებიანი ფოტოების დადება მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს. ეს მისასალმებელი საქციელია.
ბეჭდვა
e87a93