ვარსკვლავური წყვილი, 22 წლის ტინა კუნაკი და 52 წლის ვენსან კასელი ქორწინების პირველ წლისთავს აღნიშნავენ, ამის შესახებ კი გამომწერებმა შეიტყვეს მას შემდეგ, რაც ვენსანმა თავის ოფიციალურ "ინსტაგრამგვერდზე" გამოაქვეყნა ფოტო ტინასთან ერთად წარწერით: „დიახ, 24 აგვისტო, 2018“, გაზაფხულზე კი მეუღლეებს შეეძინათ ქალიშვილი - ამაზონი.
ტინა ნაკლებად არის ჩართული გადაღებებში და ამასთანავე, ძალ-ღონეს არ იშურებს ფორმაში ჩასადგომად. შესაბამისად, მოდელი ხალხმრავალ ადგილებს ერიდება და დასვენების დროსაც ისეთ ლოკაციებს არჩევს, სადაც პაპარაცები მარტივად ვერ „მიწვდებიან“.
წყვილმა ამჯერად გადაწყვიტა ტულუმში ზაფხულის არდადეგების მოწყობა, რაც მოდელის "ინსტაგრამსთორიდან" გამომდინარეობს. მან გამომწერებს თავისი შვილის, ამაზონის ფოტოც გაუზიარა. როგორც ჩანს, წყვილს თან ახლავს ტინას ძმა ზაქარია კუნაკიც.
წყარო