უმშვენიერესი მოდელი მარიამ ხორგუაშვილი ეფექტური გარეგნობით თავს წლების წინაც იწონებდა, თუმცა ახლა კიდევ უფრო დახვეწილია და დედობა ძალიან უხდება.
ის თავის მეუღლესთან და შვილთან ერთად თავს ძალიან ბედნიერად გრძნობს.
მშვენიერი მოდელის გარშემო მუდამ იყო საუბარი იმაზე, შეურიგდებოდა თუ არა ყოფილ მეუღლეს. სხვადასხვა წყაროები ირწმუნებოდნენ, რომ შერიგდნენ, თუმცა ეს სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან უმშვენიერეს მარიამს გვერდით ჰყავს მამაკაცი, რომელიც ძალიან უყვარს.
მარიამის რჩეული ვაკო გიგინეიშვილია. წყვილი ერთმანეთს უზომოდ უხდება.
წყვილმა ზაფხული საქართველოში გაატარა. ცოლ-ქმარი ბათუმში და ქობულეთში იმყოფებოდა.
ცოტა ხნის წინ ბათუმის დელფინარიუმიდან პოზიტიური ვიდეოც შემოგვთავაზეს.
აი რას წერენ გამომწერები მათ ახალ ფოტოებზე: "თქვენნაირი წყვილი იშვიათია", "საუკეთესოები ხართ", "თქვენი ყურება არასდროს მბეზრდება"..