30 წლის ქართველი მოდელი და „პირველი ვიცე-მის საქართველო 2009“ დაინიშნა. მოდელმა ამის თაობაზე თავის გამომწერებს ოფიციალურ "ინსტაგრამგვერდზე" ფოტო და ვიდეო გაუზიარა წარწერით: „ცოლობაზე დავთანხმდი ჩემი ოცნების მამაკაცს“.

შეგახსენებთ, რომ მოდელისთვის ეს პირველი ქორწინება იქნება. მისი რჩეული ბიზნესმენი ნიკა ნაყოფიაა, ცნობილი ბიზნესმენის, „მადნეულისა“და „კვარციტის“ აქციების მფლობელის, კობა ნაყოფიას ვაჟი. ნიკასთვის კი ეს მეორე ქორწინება იქნება. პირველი მეუღლე გახლდათ „მის საქართველო 2008“ ხათუნა სხირტლაძე.

მოდელის და ბიზნესმენის ურთიერთობაზე ჭორები დიდი ხანია დადის, თუმცა ოფიციალურად წყვილი არ ადასტურებდა ამ ფაქტს. როგორც ჩანს, მათ შორის ყველაფერი სერიოზულად არის და სულ მალე ლამაზ ქორწილსაც ვიხილავთ.
„მარაოს“ რედაქცია ულოცავს წყვილს გაბედნიერებას.

წყარო