36 წლის მომღერალი თაკო გაჩეჩილაძე გათხოვდა. მისი რჩეული ბულგარელი მუსიკოსი და პროდიუსერი ბორისლავ მილანოვია, რომელიც თაკომ „ევროვიზიის“ კონკურსზე საქართველოს წარდგენისას გაიცნო. თაკოს ბორისმა ხელი ერთი წლის წინ ვენაში სთხოვა, გუშინ კი მათი ურთიერთობა ოფიციალურად გაფორმდა.
წყვილმა ქორწილი თბილისში გადაიხადა, რომელსაც ესწრებოდნენ ოჯახის წევრები და მეგობრები.
თაკო და ბორისლავი 2017 წლიდან ურთიერთობენ. ორსულობის პერიოდში თაკო ქმრის გვარზე გადავიდა. მან თავის ოფიციალურ "ინსტაგრამგვერდზეც" და ოფიციალურადაც შეიცვალა გვარი.
წყვილს იანვარში გოგონა - გაბრიელა მილანოვა შეეძინა.
„მარაოს“ რედაქცია უერთდება მილოცვებს.