30 წლის ჰერცოგინია მიხვდა, რომ იმიჯზე ზრუნვა აუცილებელი რამ არის. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ადამიანს ამხელა პასუხისმგებლობა ეკისრება. როგორც ჩანს, მის ცხოვრებაში სწორედ ის ეტაპია, როდესაც ბევრ საკითხზე უნდა დაფიქრდეს.
იმისთვის, რომ საკუთარ იმიჯზე იზრუნოს, მეგანმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქეით მიდლტონს მიბაძოს.
პრინც ჰარის მეუღლემ აღიარა, რომ ბოლო დროს მას რეპუტაცია შეელახა.
ჰერცოგინია იმ აზრზეა, რომ სიტუაციის გამოსასწორებლად ყველაფერი გააკეთოს და რადიკალური ზომები მიიღოს.
მას სურს, დაიბრუნოს საზოგადოების მხრიდან ის უზომო სიყვარული, რომელსაც თავიდან გრძნობდა.
ყოფილი მსახიობი თავისი შეცდომების გამოსწორებას შეუდგა. ამჟამად მეგანი ქეითის რჩევებს ითვალისწინებს.
პრინც ჰარის მეუღლემ უკვე ცალკეული გამოცდილება მიიღო რიგ საკითხებთან დაკავშირებით.
მეგანსა და ქეითს შორის განსახილველი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც დღის წესრიგში დგას - დედოფალ ელისაბედთან საერთო ენის გამონახვაა.
ამრიგად, ბრიტანელმა ჟურნალისტებმა ბრიტანელი მონარქების პატარ-პატარა საიდუმლოებებს ფარდა ახადეს.