წარმოგიდგენთ 7 ყველაზე მოდურ ქალბატონს, რომელიც ორსულადაა და ამავდროულად, მშვენიერ ფორმაშია.
მათ "ინსტაგრამზე" უამრავი გამომწერი ჰყავთ და მუდმივად ყურადღების ეპიცენტრში არიან.
მოდური ქალბატონები ერთმანეთს დახვეწილი გემოვნებით ჰგვანან, თუმცა თავადაც იხილავთ, რომ სტილით განსხვავდებიან.
ჟანეტ ქერდიყოშვილი - @janeta_ker
ამჟამად მოდელს "ინსტაგრამზე"112k გამომწერი ჰყავს. გამომწერები განსაკუთრებულ ემოციებს თბილი სიტყვებით გამოხატავენ: "როგორ მოგიხდა ორსულობა", "მომწონს ამ გოგოს ჩაცმის სტილი", "ჟანეტ, შეუდარებელი ხარ" და სხვა...
ნანუკა გუდავაძე - ალბათ, იცით, რომ ის მოდის ბლოგერია და შესაბამისად, საკუთარ ჩაცმულობაზე თავადვე ზრუნავს. ნანუკას ყოველთვის გამორჩეული ჩაცმის სტილი ჰქონდა და ახლაც ცდილობს, რომ დახვეწილი და სადა სამოსი შეარჩიოს.
კრისტი გრინი - პოპულარული ამერიკელი ბლოგერი, დახვეწილი გემოვნებით გამოირჩევა. ის დეკოლტესა და თამამ ექსპერიმენტებს არც ახლა ერიდება. მისი გამომწერების რაოდენობა 292 ათას ადამიანს შეადგენს.
ჯულია ენჯელი - მისი გამომწერების რაოდენობა უკვე 1.2 მილიონს გასცდა. ეს ნამდვილი რეკორდია. როგორც ამბობენ, ის ერთ-ერთი ყველაზე რომანტიკული გოგონაა "ინსტაგრამზე".
კეტლინ ბარნსი - ბლოგერი კალიფორნიიდან. ის ასევე ინტერიერის დიზაინერიცაა, რაც შესანიშნავად გამოსდის.
როუზი - ბლოგერი ლონდონიდან. ის აგრეთვე ცნობილია იმითაც, რომ "ინსტაგრამზე" დესერტების საინტერესო ფოტოებსა და რეცეპტებს აქვეყნებს.
კრისელ ლიმი - 1,1 მლნ გამომწერი. მას ნამდვილად საინტერესო გემოვნება აქვს, რასაც ფოტოებზეც შენიშნავთ.