„15 წლის ასაკში მამაკაცმა გამაუპატიურა დედაჩემზე შურისძიების მიზნით“ - დემი მურის აღიარება - Marao

„15 წლის ასაკში მამაკაცმა გამაუპატიურა დედაჩემზე შურისძიების მიზნით“ - დემი მურის აღიარება

2019-09-26 09:31:50+04:00


ამერიკის შეერთებულ შტატებში, გაყიდვაში ჩაეშვა დემი მურის ავტობიოგრაფიული ნაწარმოები “Inside out”, რომელშიც ვარსკვლავმა გულწრფელად მოჰყვა ცხოვრებისეული და კარიერული მოვლენები. წიგნში მსახიობმა ისაუბრა ეშტონ კატჩერთან რომანზე (წყვილი ერთმანეთს ხვდებოდა 2005 წლიდან 2011 წლამდე), ეშტონის ღალატზე, მუცლის მოშლაზე იმის გამო, რომ ალკოჰოლზე იყო დამოკიდებული, რის გამოც 2012 წელს ზედმეტი დოზის მიღებით კლინიკაში მოხვდა და კიდევ ისაუბრა 15 წლის ასაკში გაუპატიურებაზე…

Image result for Деми Мур

დემის სიტყვებით, საკუთარ დედას ხშირად დაჰყავდა ღამის ბარებში თავის ნაცნობ მამაკაცებთან. ერთხელ, როდესაც საღამოს სახლში დაბრუნდა, ერთ-ერთი მათგანი დახვდა სახლში. „მე გამაუპატიურეს. ამ ფაქტმა ისე დამაცარიელა... ეს იყო ღალატი, რომლის მეშვეობითაც საკუთარ თავს დასმულ შეკითხვაზე გავეცი პასუხი: როგორია, დედაშენის მიერ იყო 500$-ად გაყიდული?“ - წერს ავტობიოგრაფიაში დემი.

Image result for Деми Мур

ABC News-ში დემიმ მოჰყვა: „გულის სიღრმეში მე არ ვფიქრობ, რომ დედამ მიღალატა და მიჰყიდა ჩემი თავი იმ ადამიანს. მე არ ვფიქრობ, რომ ეს შეთანხმების ნაწილი იყო. თუმცა მან წვდომა მისცა იმ კაცს ბინაზე და ამით საფრთხეში გამიზნულად ჩამაგდო“.

Image result for Деми МурImage result for Деми Мур

მსახიობი, შეგახსენებთ, რომ დაიბადა და გაიზარდა ცუდ ოჯახში. დემის მამამ, ჩარლზ ჰარმონმა დედამისი ვირჯინია კინგი დემის დაბადებამდე მიატოვა, ხოლო მამინაცვალი, როგორც ვირჯინია, ალკოჰოლზე დამოკიდებული იყო. ოჯახი ხშირად იცვლიდა საცხოვრებელს, ხოლო 16 წლის ასაკში დემიმ სკოლა მიატოვა იმისათვის, რომ სამოდელო სააგენტოში ემუშავა. 20 წლის ასაკში პირველი როლი მიიღო სერიალისთვის „მთავარი ჰოსპიტალი“, რომლიდანაც მისი კინოკარიერა დაიწყო!

Image result for Деми МурImage result for Деми Мур

თვითონ მური ხშირად ჰყვებოდა ინტერვიუებში დედასთან ძალიან ცუდ ურთიერთობებზე: საქმე მხოლოდ უბედურ ბავშვობაში არ იყო. დემი როდესაც პოპულარული გახდა, ვირჯინიამ დაიწყო შვილის სახელით ვაჭრობა, ჟურნალისტებს ტყუილ ინფორმაციას აწვდიდა თანხის სანაცვლოდ, უვრცელებდა ჭორებს. ისინი შერიგდნენ 1998 წელს, მაშინ, როცა ვირჯინიას დაუდგინდა თავის ტვინის კიბო, რის გამოც იმავე წელს გარდაიცვალა: როგორც დემი ამბობს, „ვაპატიე დედას ყველაფერი და ვიყავი მის გვერდით სიცოცხლის ბოლო წუთამდე“.

Image result for Деми Мур

წყარო