ქალების გულთამპყრობელი მომღერლის შესახებ, ალბათ, დიდი ხანია აღარაფერი გსმენიათ. ჯაბა ქარსელაძე უკვე რა ხანია საზღვარგარეთ იმყოფება და მისი ძირითადი საქმიანობა გამაჯანსაღებელ ვარჯიშებს უკავშირდება.
ჯაბას "ინსტაგრამზე" გვარი არ უწერია. შესაბამისად, ბევრმა არც იცის, რომ ის "ინსტაგრამის" აქტიური მომხმარებელია და ახალ ფოტოებს ძალიან ხშირად აქვეყნებს.
ჯაბა თავისი ფოტოების მეშვეობით ჯანსაღი ცხოვრების წესს პოპულარიზაციას უწევს. ფაქტია, რომ ვარჯიშმა და სულისკვეთებამ შედეგი გამოიღო.
მოგზაურობა ძალიან უყვარს, რაც მისი ფოტოებიდანაც კარგად ჩანს. ცდილობს, მაქსიმალურად ბევრი ადგილი მოინახულოს.
ახალი პოსტებიდან გამომდინარე, ჯაბა ცოტა ხნის წინ კუნძულ მიკონოსზეც იმყოფებოდა. ეს სწორედ ის მშვენიერი ადგილია, რომელსაც "პატარა ვენეციას" უწოდებენ.
მაისის თვეში მომღერალი სანტორინიზეც იმყოფებოდა, რომელიც ძალიან მოეწონა და აღფრთოვანებულმა ვიდეომიმართვაც ჩაწერა:
მომღერალი დროის უმეტეს ნაწილს ესპანეთში ატარებს, სადაც უკვე უამრავი მეგობარი ჰყავს.
ქართველი გულშემატკივრების ნაწილი მის "ინსტაგრამზე" დღემდე აქტიურობს. "ჯაბა, ადრე მიყვარდი, გადაგიყვარე როგორც იქნა და რა ფოტოებს დებ, იმდენი არ ქნა, ისევ შემიყვარდე" - წერს ერთ-ერთი გამომწერი.