მარტში ჯეი ლოს ხელი ექსკალათბურთელმა ალექს როდრიგესმა სთხოვა. მან ეს ნაბიჯი მომღერალთან ორწლიანი ურთიერთობის თავზე გადადგა. წყვილი ბაჰამის კუნძულებზე ატარებდა არდადეგებს. გასულ პარასკევს კი ნიშნობის ასაღნიშნავი წვეულების მოწყობა გადაწყვიტეს, რომელიც ლოს-ანჯელესში გაიმართა ახლო მეგობრებისა და ოჯახის წევრების გარემოცვაში. შეყვარებულმა წყვილმა თავის "ინსტაგრამგვერდზე" ოჯახური ფოტოები გამოაქვეყნა.
„ულამაზესი დღესასწაული ოჯახთან და ახლო მეგობრებთან ერთად“ - გაუკეთა წარწერა თავის მომავალ მეუღლესთან ერთად ფოტოს როდრიგესმა.
ჯენიფერმა კი ორ ქალიშვილთან ერთად თბილი ფოტო გამოაქვეყნა. შეგახსენებთ, რომ მაქსიმილიან დევიდი (11 წლის) და ემმა მერიბელი (11 წლის) ჯენიფერს წინა ქორწინებიდან შეეძინა, ხოლო როდრიგესს ორი ქალიშვილი ჰყავს: ელლა ალექსანდერი (11 წლის) და ნატაშა ალექსანდერი (14 წლის).
ინსაიდერების თქმით, ოჯახში სრული იდილია სუფევს: ბავშვები ერთმანეთს ძალიან კარგად ეწყობიან და უნდათ, რომ მათი მშობლები რაც შეიძლება მალე შეუღლდნენ.
ქორწილის თარიღზე კი წყვილი ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.
წყარო