„კუთხეში მიმწყვდეულად ვგრძნობდი თავს“ - ანჯელა ჯოლიმ განქორწინებაზე ისაუბრა - Marao

„კუთხეში მიმწყვდეულად ვგრძნობდი თავს“ - ანჯელა ჯოლიმ განქორწინებაზე ისაუბრა

2019-10-02 09:20:23+04:00


44 წლის ანჯელინა ჯოლი ფილმ „მალეფისენტა: სიბნელის მბრძანებლის“ პრესკონფერენციას დაესწრო. ვარსკვლავმა ყველა კითხვას უპასუხა ფილმსა და ცხოვრებაზე.

Image result for «Я ощущала себя загнанной в угол»: Анджелина Джоли высказалась о разводе

ჯოლი წვეულებაზე გრძელ კაბაში გამოჩნდა. მსახიობს მსუბუქი მაკიაჟი და ჰაეროვანი ვარცხნილობა ამშვენებდა. ანჯელინა ფოტოგრაფებისთვის პოზირებდა თავის კოლეგებთან ერთად - ელ ფენინგთან, მიშელ პფაიფერთან და სხვა მსახიობებთან ერთად, რომლებიც მონაწილეობას იღებენ „მალეფისენტას“ მეორე ნაწილში.

Image result for «Я ощущала себя загнанной в угол»: Анджелина Джоли высказалась о разводе

ენჯიმ ისაუბრა თავის ცხოვრებაში მიმდინარე სიახლეებზე. მრავალშვილიანმა დედამ აგვისტოში 18 წლის მედოქსი გააცილა კორეაში სასწავლებლად. „ძალიან ვამაყობ ჩემი შვილით და ვღელავ მასზე. ჩემი სამყარო იმ დონეზე ფართოვდება, რა დონეზეც ჩემი შვილების. ბევრ სიახლეს სწორედ მათგან ვსწავლობ. მე მომწონს ცხოვრების ეს ეტაპი“ - გამოაცხადა ჯოლიმ.

Image result for «Я ощущала себя загнанной в угол»: Анджелина Джоли высказалась о разводе

ანჯელინამ ემოციურად ისაუბრა ბრედ პიტთან განქორწინებაზე. მსახიობმა თავისი თავი მალეფისენტას შეადარა, რომელიც ბოროტ და „ცივ“ ქალად მიაჩნიათ. მისი აზრით, ეს მხოლოდ ზედაპირული იმიჯია ფილმის გმირის. ჯადოქარი იძულებულია ასე მოიქცეს იმიტომ, რომ არ არის საკუთარ თავში დარწმუნებული.

მსგავსი გამოცდილება გამოიარა ენჯიმაც. „ჩემს ცხოვრებაში იყო ისეთი პერიოდი, როცა თავს ვერ ვგრძნობდი თავისუფლად; ვერ ვგრძნობდი, რომ უსაფრთხოდ ვიყავი... ჩემი თავი ძალიან პატარა მეგონა. კუთხეში მიმწყვდეულად ვგრძნობდი თავს“ - E! News-თან ინტერვიუში განაცხადა მსახიობმა. ჯოლიმ დაამატა, რომ ძალიან დიდი დრო დასჭირდა თავის თავში „უსაფრთხოების“ დასაბრუნებლად.

Image result for «Я ощущала себя загнанной в угол»: Анджелина Джоли высказалась о разводе

ბრედ პიტმაც ბოლო ინტერვიუში საკმაოდ მტკივნეულად ისაუბრა განქორწინებაზე. მსახიობმა გამოხატა იმედი იმის თაობაზე, რომ ბოლოს და ბოლოს ყველა წყენას ჯოლისთან ერთად უკან მოიტოვებს.

Image result for «Я ощущала себя загнанной в угол»: Анджелина Джоли высказалась о разводе

ენჯიმ წინა ქორწინებიდან ბილი ბობ ტორტონთან საკმაოდ თბილი ურთიერთობა შეინარჩუნა, რასაც ბრედზე ვერ ვიტყვით, ისინი დღემდე ერთმანეთს კითხულობენ. სულ ახლახან რეჟისორმა აღიარა, რომ ჯოლი მის საუკეთესო მეგობრად მიაჩნია.

Related image

პროექტს შორის შესვენებებზე ანჯელინა შვილებთან ერთად ატარებს დროს. სულ ახლახან კი ატრაქციონების პარკშიც წაიყვანა.

Image result for «Я ощущала себя загнанной в угол»: Анджелина Джоли высказалась о разводе

წყარო