ქეთა თოფურიას ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეა.
ბოლო პერიოდში მას გაცილებით მხიარული პოსტები ჰქონდა და გარეგნულადაც უფრო მეტად ბრწყინავდა, რაც გამომწერებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ.
მომღერალი გამომწერებს თავიდან პატარ-პატარა ხრიკებით აბნევდა. ბევრ მათგანს ეგონა, რომ ქეთა გუფის დაუბრუნდა. ერთ-ერთ ფოტოზე მისი სათვალის მინაში მამაკაცი ჩანს, რომელიც ბევრმა რეპერს მიამსგავსა, მაგრამ ეს ადამიანი სრულიად სხვა პიროვნება აღმოჩნდა. თავიდან ქეთა დაინტრიგებული გამომწერების კითხვებს უპასუხოდ ტოვებდა, რადგან აღარ სურდა მისი პირადი ცხოვრება საჯარო განხილვის საგნად ქცეულიყო.
ალბათ უკვე გაიგებდით, რომ ქეთას რჩეული საკმაოდ სერიოზული ფიგურაა. ის ლევ ძენგოვი გახლავთ.
მომღერალმა შეყვარებულთან ერთად გადაღებული ფოტო "ინსტაგრამზე" გამოაქვეყნა, მაგრამ კომენტარების დატოვების საშუალება არავის აქვს. ეს ქეთას არჩევანია. ფოტოს მხოლოდ ერთი წარწერა უძღვის, რომელიც ისედაც ყველაფერს ამბობს:"მე შენ მიყვარხარ".
ფაქტია, რომ ქეთას გულშემატკივრები სხვადასხვა საიტებზე ამხნევებენ და მისი ახალი ურთიერთობა დადებითად მიიღეს, თუმცა ცხადია ეს მხოლოდ ერთი ნაწილის მოსაზრებაა.
ლევი რუსი ბიზნესმენი და დიპლომატია. სოციალურ ქსელში მისი არაერთი ფოტოა. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს: