ქსენია სობჩაკის შოუს - "Осторожно, Собчак!" ახალი გმირი რეპერი გუფი გახლდათ. ის რუსული ჰიპ-ჰოპის გამორჩეული სახეა, თუმცა, ქართველებისთვის ნაცნობი მაშინ გახდა, როდესაც მისი და ქეთა თოფურიას რომანის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.
ქეთას და გუფის რომანი რამდენიმე წელიწადს გაგრძელდა, მათ შვილებიც გააცნეს ერთმანეთს, თუმცა რამდენიმე თვის წინ მოულოდნელად დაშორდნენ.
გუფიმ "Осторожно, Собчак!"-ში ტიმატისთან ჩაწერილ სკანდალურ დუეტზე, ქეთა თოფურიასთან დაშორებასა და სხვა თემებზე ისაუბრა.
ჟურნალისტს მან საკუთარ დაბადების დღეზე უმასპინძლა, ქსენია სობჩაკი იუბილარს სახლში ბოშების წარმოდგენით და საჩუქრებით ესტუმრა.
ბუნებრივია, გადაცემის მთავარი თემა ქეთა თოფურიასთან დაშორება იყო.
გუფიმ ინტერვიუში თქვა, რომ სიმღერა "Пусто" მას მიუძღვნა და ისიც აღნიშნა, რომ ამ ურთიერთობის დასრულების შემდეგ გული ძალიან ეტკინა. გაგრძელება
"მე ორასი პროცენტით ვენდობოდი, მან კი მიღალატა" - ნახეთ გუფისა და ქეთას ურთიერთობის დეტალები და რეპერის ახალი შეყვარებული