ამ ისტორიას შვილიშვილებსაც მოვუყვებით: როგორ შეუყვარდა კანიე უესტს კიმ კარდაშიანი? - Marao

ამ ისტორიას შვილიშვილებსაც მოვუყვებით: როგორ შეუყვარდა კანიე უესტს კიმ კარდაშიანი?

2019-10-09 12:31:03+04:00


38 წლის კიმ კარდაშიანი და 42 წლის კანიე უესტი მსოფლიოსთვის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულად საყვარელი წყვილია. ისინი უკვე 6 წელია ერთად არიან, ზრდიან 4 შვილს და იწყობენ წარმატებულ კარიერას.

Image result for kim and kanye

Image result for kim and kanye

პირველად ვარსკვლავებმა ერთმანეთი 2002 წელს გაიცნეს: "მე მას შევხვდი 2002-სა ან 2003-ში. მაშინ სიმღერას წერდა Brandy-სთან ერთად, ხოლო მე მისი მეგობარი გოგონა ვიყავი. შემდეგ კლიპს იღებდნენ და ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს. მახსოვს, როგორ ეკითხებოდა თავის მეგობრებს, ვინ არის ეს კიმ კარ-დე-ჟონი. მან არ იცოდა, რა მერქვა", - იხსენებს ერთ-ერთ ინტერვიუში კიმი.

Image result for kim and kanye

რამდენიმე წლის შემდეგ სიმღერაში Cold ალბომიდან Cruel Summer, კანიე მღერის: "ვაღიარებ, რომ კიმი მაშინ შემიყვარდა, როცა მას ის შეუყვარდა" (საუბარია კრის ჰამფრისზე, რომელსაც კიმი 2011 წელს გაჰყვა ცოლად), მაგრამ ყველაფერი ისე აეწყო, რომ კიმი 72 დღეში გაეყარა კრისს და კანიემ დაპატიჟა პარიზში გამართულ თავის საგაზაფხულო შოუზე. აქედან დაიწყო ყველაფერი.

Image result for kim and kanye

კანიემ გადაწყვიტა, ტელეშოუ E! True Hollywood Story-ში ესაუბრა თავის გრძნობებზე კიმის მიმართ: "ყოველ ჯერზე, როგორც კი კიმს ვხედავდი ან ახლოს ვიყავი მასთან, ვგრძნობდი, როგორ მიზიდავდა მაგნიტივით... მე ის მიმაჩნდა კეთილ, სუფთა, მოსიყვარულე, მამაც და ძლიერ ქალად".

Image result for kim and kanye

კიმი ამ დროს ჰყვება, რომ: "ჩვენ ერთმანეთი 2002 წელს გავიცანით. კანიე ყველას ჩემ შესახებ ეკითხებოდა, თუმცა მას ეუბნებოდნენ, რომ ურთიერთობაში ვიყავი სხვასთან. ჩვენ ერთმანეთს ხშირად ვესაუბრებოდით და თანდათანობით ჩვენი ცხოვრების გზებიც გადაიკვეთა. ერთ მშვენიერ დღეს კანიემ პარიზში დამპატიჟა. იქიდან დაიწყო ჩვენი რომანი... ყველა კანიეს ეუბნებოდა, რომ: "ნუ ურთიერთობ კიმთან, ის რეალითი-შოუს ვარსკვლავია! ის შენს კარიერას წყალში ჩაყრის!" თუმცა ის პასუხობდა, რომ მისთვის ყველაფერი სულერთია, ვინაიდან ძალიან ვუყვარვარ".

Image result for kim and kanye

რომანტიკულია, არა?

Image result for kim and kanye

წყარო