ტელეწამყვანი და მოდელი ნუკი კოშკელიშვილი რა ხანია ამერიკაში ცხოვრობს. მან ჩაცმის სტილში გარკვეული ცვლილებები შეიტანა და ახალი ფოტოები შემოგვთავაზა, სადაც საკმაოდ საინტერესო საშემოდგომო სამოსი აცვია.
ნუკის გამომწერები მის ჩაცმულობას, ფაქტობრივად, არასდროს აკრიტიკებენ და შეიძლება ითქვას, რომ მათთვის მისაბაძ ქალადაც იქცა.
ტელეწამყვანი ცდილობს, რომ ჩაცმულობით და მაკიაჟით ყოველთვის გამოირჩეოდეს. აღსანიშნავია, რომ ის კლასიკურ კაბებზე ყურებამდეა შეყვარებული და ყველაზე მეტი ფოტო სწორედ კლასიკურ სამოსში აქვს გადაღებული.
გთავაზობთ საშემოდგომო სამოსის ფოტოებს, რომლებსაც ნუკის "ინსტაგრამზე" დადებითი გამოხმაურება მოჰყვა და ბევრი მოწონება დაიმსახურა.
აქვე შეგახსენებთ, რომ ამ სეზონზე გრძელი მოსაცმელები მოწოდების სიმაღლეზე დგას. მთავარია, სტილი და ფერი სწორად შევარჩიოთ.