სადღესასწაულო მაკიაჟის ვარიანტები ქართველი ცნობილი ქალბატონების მაგალითზე (ფოტო/ვიდეო) - Marao

სადღესასწაულო მაკიაჟის ვარიანტები ქართველი ცნობილი ქალბატონების მაგალითზე (ფოტო/ვიდეო)

2019-10-17 09:10:40+04:00


მართალია მაკიაჟს ყველა ქალბატონი არ სწყალობს, თუმცა ეს ბევრისთვის საჭირო და აუცილებელი წინაპირობაა, იმისთვის რომ თავი იდეალურ ქალად იგრძნოს.

ჩვენ გადავხედეთ ქართველი ცნობილი ქალბატონების ფოტოებს და დავადგინეთ, როგორ მაკიაჟს ანიჭებენ უპირატესობას- წვეულებაზე, კონცერტზე თუ სხვა ღონისძიებაზე წასვლის შემთხვევაში.

მისი მაკიაჟი "ინსტაგრამზე" ყოველთვის დიდ მოწონებას იმსახურებს. ქართველი და უცხოელი ქალბატონები ქეთა თოფურიას კომპლიმენტებით ხშირად ანებივრებენ.

როდესაც რომელიმე ღონისძიებაზე წასვლა უწევს, ცდილობს რომ თვალები ტუჩებზე მეტად გამოკვეთოს. მეტი დრამატულობისთვის კარგი იქნება თუ ხელოვნურ წამწამებსაც გამოვიყენებთ. თუ ღია ფერის თვალები გაქვთ, მსგავსი ექსპერიმენტის ჩატარებას თქვენც გირჩევთ.

დიზაინერი ანუკი არეშიძე ხშირად იყენებს ჰაილაითერს და მკვეთრ ტუჩსაცხებს, თუმცა ასეთ შემთხვევაში ცდილობს, რომ თვალები მეტისმეტად არ გამოკვეთოს.

ის მზისფერი ტონების და ბრონზისფერის მოყვარულია. ცდილობს, რომ მაკიაჟი ჩაცმულობას სრული სიზუსტით შეუსაბამოს.

ტელეწამყვანი და მსახიობი მკვეთრი ფერების მოყვარულია. შორენა ბეგაშვილის "ინსტაგრამზე" ხშირად ნახავთ ფოტოებს, რომელშიც ხასხასა ფერის ტუჩსაცხსა და თვალის ჩრდილებს შენიშნავთ.

მოდელი ნინი გოგიჩაიშვილი სადღესასწაულო მაკიაჟს ლაინერით სრულყოფს. ძირითადად ღია ფერის ტუჩსაცხის მომხმარებელია. აღსანიშნავია ისიც, რომ ნინი ორიგინალური ვარცხნილობების მოყვარულია.

მოდელი მარიამ ხორგუაშვილი ფერებთან თამაშს არ ერიდება, თუმცა ზოგჯერ თავს ძალიან სადა მაკიაჟით იწონებს.