სოციალური ქსელები და ვირტუალური სამყარო რომ ყველას ყოველდღიური რუტინის აუცილებელი ნაწილი გახდა, ეს სიახლე ნამდვილად არ არის, თუმცა ბლოგერებს შორის 30 000-მდე გამომწერი არცთუ ისე ცუდი მაჩვენებელია, თან, როდესაც უმეტესობა ლამაზი სქესის წარმომადგენლებით არის „დაკომპლექტებული“. დიახ, ეს, არც მეტი, არც ნაკლები, ახალგაზრდა ქართველი მომღერალი, მუსიკალური ტელეპროექტის, „ვოისის“ ერთ-ერთი მონაწილე ხვიჩა კვარაცხელიაა, იგივე #ხვიჩალუკა.
მომღერალმა არაერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოში, სამწუხაროდ, შოუბიზნესი არ აძლევს ახალ ტალანტებს განვითარების პერსპექტივას. შესაბამისად, მან მოსკოვში, ქეთა თოფურიას რეკომენდაციით, ერთ-ერთი რუსული პროექტის წევრობა შეითავსა, ამჟამად კი მალდივებზე ატარებს შვებულებას.
ბლოგერი ჯანსაღი ცხოვრების წესს ეწევა. მისი ჰობი ბევრი ქვეყნის შეცნობა და მოგზაურობაა და რაც ყოველთვის გამოარჩევდა მას სხვებისგან, მეტი სითამამეა, რომელსაც თავის გამომწერებს ფოტოებისა და ვლოგების სახით უზიარებს.
„მარაო“ გიზიარებთ ფოტოებს 25 წლის მომღერლის პირადი "ინსტაგრამგვერდიდან".