ცოტა ხნის წინ მოდელმა და ტელეწამყვანმა ნუკი კოშკელიშვილმა "ინსტაგრამზე" თამამი ფოტო გამოაქვეყნა. ამ სიახლეს მამაკაცებისგან კომენტარები მოჰყვა, რომელიც ქალბატონებს უპასუხოდ ნამდვილად არ დაუტოვებიათ.
ერთი მხრივ, ისაუბრეს იმაზე, რომ საქართველოში დღეს კაცებს ნახევრად შიშველი ქალის ფოტო ჯერ კიდევ უკვირთ და ასეთი გამოხმაურებაც ამის ბრალია; მეორე მხრივ კი, აღნიშნეს, რომ ეს კომენტარები, კარგი იქნებოდა, დასჯადი ყოფილიყო.
ზემოთ ხსენებულმა მამაკაცმა ნუკისთან მიმართებაში საკუთარი ფანტაზიების შესახებ დაწერა.
გთავაზობთ გამომწერი ქალბატონების კომენტარებს:
"რამდენი უსექსო “კაცი” ცხოვრობს საქართველოში. ვწუხვარ თქვენ გამო", "საცოდაობაა, როცა კაცი ასეთი სიტყვებით ცდილობს ქალის ყურადღების მიქცევას",
"ნუკი, არავის მიაქციო ყურადღება, ძალიან მაგარი გოგო ხარ და ლამაზი ფოტოა"...
ფაქტია, რომ ნუკი კოშკელიშვილი ახლა მშვენიერ ფორმაშია, საკუთარი თავით კიდევ უფრო მეტად ცდილობს და თავისი სილამაზის წარმოჩენა მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს.
იხილეთ მისი ახალი ფოტოები: