ცნობილი ადამიანები მუდმივად საზოგადოების ყურადღების ცენტრში არიან. ხშირად ისინი თავიანთი ცხოვრების ყველაზე პირადულ და ინტიმურ საკითხებსაც ვერ ფარავენ. "სელებრითების" გულშემატკივრების მხრიდან განსაკუთრებული ინტერესის ობიექტი მათი რომანები ხდება.
მსახიობი შორენა ბეგაშვილი 17 წლისა გათხოვდა. მისი ქმარი ირაკლი ბარბაქაძე გახლდათ. შორენა ბევრს შრომობდა და ქმარ-შვილს არაფერს აკლებდა, რასაც საჯაროდ აღიარებს. რამდენად რთული დასაჯერებელიც უნდა იყოს, აწ უკვე ყველასათვის სასურველ ქალს, საქართველოს სექსსიმბოლოს, ყოფილმა ქმარმა უღალატა. ბეგაშვილის, როგორც უკვე წარმატებული მოდელისა და მსახიობის მომდევნო რომანი განსაკუთრებით სკანდალური და ხმაურიანი იყო. ცნობილია, რომ მას დავითი ძალიან უყვარდა და როგორც ამბობენ, სწორედ ამ ამბის გამო დაანგრია “სამეფო ოჯახი“ ბაგრატიონმა, მაგრამ მისი და შორენა ბეგაშვილის გზები საბოლოოდ მაინც გაიყო. მსახიობს მეფის წრის შესაფერისად არ მიიჩნევდნენ და წყვილის უთანასწორობას ხშირად დაუფარავად უსვამდნენ ხაზს. მოგვიანებით, ერთ-ერთ ინტერვიუში ბეგაშვილმა თქვა: „ორივე სხვადასხვა წრის წარმომადგენლები ვართ და ურთიერთობის გასაგრძელებლად, ალბათ, მარტო სიყვარული არ არის საკმარისი...”
სალომე ჭაჭუასა და გიორგი ვარდოსანიძის წყვილმა თავიდანვე საზოგადოების დიდი ყურადღება მიიპყრო. „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობის დროს, მაყურებელმა მარტივად შენიშნა პარტნიორებს შორის გაჩენილი მუხტი. გავრცელებული ხმები მალევე დადასტურდა, როცა სალომემაც და გიორგიმაც მიატოვეს თავიანთი შეყვარებულები. მათ არც ისე ხანგრძლივი სასიყვარულო ურთიერთობა ქორწინებით დააგვირგვინეს. ასევე არანაკლებ სკანდალური იყო მათი განქორწინება. გიორგი ვარდოსანიძემ მეუღლეს მარი ბაბეტასთან უღალატა. ამ ფაქტს თავად მარიც ადასტურებს.
ია ფარულავასგან სკანდალები აღარავის უკვირს, მაგრამ მისი და მისი ბოლო ქმრის, ტარიელ სუარის ხმაურიანმა ისტორიამ უფრო სასაცილო სახე მიიღო და საზოგადოებაც გაამხიარულა. კონფლიქტის მიზეზი, როგორც ტარიელის „ფეისბუქის“ სტატუსიდან ვიგებთ, მისი ცოლისა და ცოლის მეგობარი სტილისტის მიმოწერა გამხდარა, რომელშიც ტარიელს აუგად მოიხსენიებდნენ.
ხათუნა ჟორდანიასა და ზურა ხაჩიძის ქორწილის შესახებ მთელი თბილისი ლაპარაკობდა. დაქორწინებამდე წყვილი დიდხანს იყო შეყვარებული. ერთმანეთი ხათუნა ჟორდანიას ქალიშვილის, ნინი ქარსელაძის სიმღერის ჩაწერის დროს გაიცნეს. ისინი დაქორწინებამდე დაახლოებით ოთხი წლის განმავლობაში ხვდებოდნენ ერთმანეთს. რამდენიმეთვიანი შვეიცარიული ვოიაჟის შემდეგ სამშობლოში დაბრუნებულ ხათუნას ზურა ქეთა თოფურიაზე შეყვარებული დახვდა, თუმცა ბოლოს ისინი მაინც შერიგდნენ და დაქორწინდნენ. მომღერალმა ხათუნას ძმას, მერაბ ჟორდანიას სთხოვა დის ხელი.
ჯერ კიდევ დაოჯახებული ქეთა თოფურია პაპარაცებმა საახალწლო არდადეგებზე ტაილანდში რეპერ გუფისთან ერთად დააფიქსირეს. თავდაპირველად წყვილმა უარყო რომანტიკული კავშირი, თუმცა მოგვიანებით ქეთა ლევ გეიხმანს გაშორდა, რის შემდეგაც მისი და გუფის რომანის გასაიდუმლოებაც შეწყვიტა. არც ისე დიდი ხნის წინ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რეპერი გუფი და ქეთა თოფურია დაშორდნენ. წყვილმა ერთმანეთს სოციალურ ქსელში გამოწერაც კი გაუუქმა. მალე ტელეკომპანია "Пушка"-მ ჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც ირკვევა, რომ გუფიმ ქეთა 18 წლის იანაში გაცვალა, რომელიც ეკატერინბურგში ცხოვრობს. იანას თქმით, მან გუფი 16 წლის ასაკში, მოსკოვში გაიცნო. შემდეგ ისინი ეკატერინბურგში ხვდებოდნენ, როცა გუფი იქ კონცერტებს ატარებდა. "გუფი თავად დამიკავშირდა, როცა ეკატერინბურგში იყო და ჩემთან ურთიერთობის გაგრძელების სურვილი გამოთქვა. გუფის ქეთა თავს აბეზრებდა და
მას ხუთჯერ დაშორდა" - ამბობდა იანა.
რუსული მედიის ცნობით, ქეთას ახალი რჩეული 35 წლის დიპლომატი და ბიზნესმენი ლევ ძენგოვია.
წყაროს ცნობით, სწორედ ლევი ხელმძღვანელობს რუსეთის საკონტრაქტო ჯგუფს ლიბიის დასახლებაში. ის ასევე მონაწილეობდა ლიბიის ომის დროს დაკავებული ბელორუსი და რუსი მოქალაქეების გათავისუფლების საქმეში.