მსახიობი ლელა მებურიშვილი საინტერესო ჩაცმის სტილითა და აქსესუარებით ყოველთვის გამოირჩეოდა. მან თავი ქართული ფილმებიდან, სერიალებიდან და გადაცემებიდან კარგად დაგვამახსოვრა.
როგორც ჩანს, მშვენიერი ქალბატონი "ინსტაგრამზე" საკმაოდ აქტიურია და ახალ პოსტებს ხშირად გვიზიარებს.
კაბის და საყურის ტანდემი - როგორც ხედავთ, ვერცხლისფერ, ციმციმა კაბას მსგავსი ფერის რგოლები ძალიან უხდება და გემოვნებიანი გადაწყვეტილებაა.
ამ შემთხვევაში ლელამ ერთმანეთს ვერცხლისფერი საათი და კლასიკური ატლასის კაბა შეუხამა.
მსახიობს საათები ძალიან უყვარს და ცდილობს, ყველანაირ სტილს მოარგოს.
პიჯაკი და თვლიანი, ნაზი ყელსაბამი.
ამ შემთხვევაში სამივე აქსესუარი ერთი ფერის და მსგავსი სტრუქტურისაა, ოღონდ დეტალები განასხვავებს.
წელს თმის აქსესუარებს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა.
გთავაზობთ ფოტოებს, რომლებზეც კარგად ჩანს, თუ როგორი სტილის სამოსს ანიჭებს უპირატესობას ღიმილიანი და მშვენიერი ლელა.