მშობიარობის შემდეგ ქალის სხეული იცვლება და არა უკეთესობისკენ. ბოლო დრომდე მშობიარობის შემდეგ არც ერთი ქალი არ იღებდა შიშველ ფოტოს, სხეულის გამოჩენის რცხვენოდათ. თუმცა, ცნობილებმა ახალი წესი დაამკვიდრეს. მათი აზრით, ნამშობიარევი სხეული უფრო მეტ პატივისცემას იმსახურებს!
სერენა უილიამსი
ცნობილი ჩოგბურთელი 2017 წელს გოგონას, ალექსის ოლიმპიას დედა გახდა. ჟურნალ Allure-თან ინტერვიუში სერენამ განაცხადა: "სამშობიაროდან ისევ მუცლით გამოვედი. ეს სასაცილოც კი იყო. რამდენიმე დღის წინ ამ მუცელში ბავშვი მყავდა".
კეიტ ჰადსონი
მსახიობის გოგონა როგორც კი 2 თვის გახდა, კეიტმა სპორტდარბაზში დაიწყო ვარჯიში. "ვიწყებ მომატებულ კილოგრამებთან ბრძოლას. გაზაფხულზე გადაღებები მეწყება და 11,3 კილო მაქვს მოსაკლები. ვვარჯიშობ, სწორად ვიკვებები. მინდა ყველაფერი მოვასწრო: გავზარდო შვილები, ვიმუშაო, გავატარო დრო საყვარელი მამაკაცის გვერდით, ვხვდებოდე მეგობრებს და ვიყო ჯანმრთელი".
კრისი ტეიგენი
შვილის გაჩენიდან ათ დღეში ბიკინით იპოზიორა ჟურნალისთვის Sports Illustrated-ი. "მართალია, ისეთი თავდაჯერებული აღარ ვარ, როგორც შვილის გაჩენამდე, მაგრამ ასეთი ვარ. კიდევ, მშობიარობის შემდეგ მუცელზე იარა დამემატა, რომლის ნახვაც ალბათ არ გესიამოვნებათ".
კიმ კარდაშიანი
მეორე მშობიარობის შემდეგ განაცხადა, რომ ვარჯიშისა და სწორი კვების მიუხედავად, მაინც გაუჭირდა ფორმაში ჩადგომა. "მშურს იმ ქალების, ვისაც მშობიარობისას პატარა მუცელი აქვთ და წონაც არ მოუმატებიათ. თანაც მშობიარობის შემდეგ ისე გამოიყურებიან, თითქოს ფეხმძიმედ არც ყოფილან. ჩვენ ყველაფრით უკმაყოფილოები ვართ, მაგრამ მე მიყვარს ჩემი სხეული ისეთი, როგორიც ახლაა და კიდევ უფრო მეტად მიყვარს ჩემი ანგელოზები, რომლების სიყვარულის ასახსნელად სიტყვები არ მყოფნის". კიმმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მომდევნო შვილებს მას სუროგატი დედები გაუჩენენ.
მილა კუნისი
2014 წლის ოქტომბერში, გოგონას, უაიტის დაბადების შემდეგ მილა აღნიშნავდა, რომ ყველაზე მეტად მისი მკერდი შეიცვალა. "ადრე ბრტყელმკერდიანად ვითვლებოდი და ახლა მკერდი ისე გამეზარდა, რომ გარდერობის შეცვლა მომიწია".
ენ ჰეთეუეი
ჯონათანის დაბადებიდან რამდენიმე თვის შემდეგ მსახიობმა წარმოადგინა რამდენიმე ჯინსის შარვალი, რომლებიც შორტებად გადააკეთა. "არაფერია იმაში სასირცხვილო, რომ მშობიარობის დროს წონაში ვიმატებთ. თუ სურვილი გექნებათ, დაიკლებთ ზედმეტ კილოგრამებს, ხოლო თუ რაში დაიკლებთ, ეს თქვენი გადასაწყვეტია. მე ჯინსი შორტად ვაქციე. სხეული კი... ის მუდამ იცვლება და მუდამ იმსახურებს სიყვარულს".
ოლივია უაილდი
აღიარებს, რომ ქალების იმ რიცხვს განეკუთვნება, ვინც ფეხმძიმობისას საკმარისად იმატებს წონაში. "იმაზე ფართო ვარ, ვიდრე აქამდე ვყოფილვარ. თანაც ინსტიტუტში სიარულის დროს საკონდიტრო აღმოვაჩინე, რამაც კიდევ უფრო შემიწყო ხელი გასუქებაში. თანაც ფოტოებს ცუდი რაკურსით მიღებდნენ. ახლა დედა ვარ და ბუნებრივად გამოვიყურები. ისევე, როგორც ყველა ქალი მშობიარობის შემდეგ".
კეიტ უინსლეტი
მსახიობი მუდამ კმაყოფილია თავისი სხეულით. "დიდი მუცელი მაქვს, მკერდმა ფორმა იცვალა... მაგრამ ჩემს თავს სარკეში ყურების დროს მუდამ ვეუბნები: ახლა ასეთი ვარ, მიყურეთ მე არაიდეალურს".
წყარო