ქართველმა ცნობილმა ქალბატონებმა Halloween-ის ღამეს საკმაოდ საინტერესო იმიჯი მოირგეს. მაგრამ მომღერალმა ნინა სუბლატმა "ინსტაგრამზე" გამოაქვეყნა ფოტო, რომელმაც ფურორი მოახდინა.
"ნამდვილი დედოფალი ხარ", "რა მაგარია"- წერენ გამომწერები.
მთავარი ნიუანსი რა თქმა უნდა მაქსიმალურად ღია ფერის ლინზები და თვალის თეთრი ფანქარია. ამ შტრიხებმა ნინას დრამატულობა კიდევ უფრო შესძინა.
ამ ყველაფერთან ერთად წითელი ტუჩსაცხი ნამდვილად ემოციურ ფონს ქმნის.
წვეულებაზე ნინას ქართველი დიზაინერის- აკა ფროდიაშვილის მიერ შექმნილი ულამაზესი კაბა ეცვა.
თქვენ რას იტყვით? მოგწონთ მომღერლის განსხვავებული იმიჯი, თუ არა?