59 წლის ანტონიო ბანდერასი ორჯერ იყო ქორწინებაში: 1987-დან 1996-მდე ანა ლესეზე, ხოლო 1996-დან - მელანი გრიფიტზე. ამავე წელს წყვილს ქალიშვილი - სტელა დელ კარმენ ბანდერას გრიფიტი შეეძინა. წყვილი კი 2014 წელს განქორწინდა.
ახლა სტელა 23 წლისაა. ის მამასთან ერთად Hollywood Film Awards-ის წითელ ხალიჩაზე გამოჩნდა. ამავე წვეულებას მისი ნახევარდაც ესწრებოდა, რომელიც მელანი გრიფიტმა დონ ჯონსონისგან გააჩინა.
დაკოტა ჯონსონი
სტელა, მშობლების მსგავსად, მსახიობობას არ აპირებს. როგორც თავად ამბობს, მას კადრს გარეთ ყოფნა უფრო აინტერესებს და ფილმებისთვის სცენარების დაწერას აპირებს.
წყარო