ცოტა ხნის წინ, ბერა ივანიშვილმა საკუთარ "ინსტაგრამზე" გამოაქვეყნა, ვიდეო რომლითაც საყვარელ ქალს ქორწინებიდან 1 წლის გასვლა მიულოცა. მეუღლეს არც ნანუკა ჩამორჩა და ვიდეო მანაც გამოაქვეყნა.
"გილოცავ ქორწინების პირველ იუბილეს, ჩემო სიყვარულო. ყოველდღე ბედნიერი ვარ დედამიწაზე, იმის გამო რომ შენი სახით ასეთი ანგელოზი მყავს. ამ განსაკუთრებულ დღეს ერთმანეთისგან მოშორებით ვხვდებით, რაც ძალიან ძნელია. თუმცა, ჩემი ცოლი სწორედ ის ადამიანია, რომელიც მეუბნებოდა, რომ მე ახლა ბრაზილიაში უნდა ვყოფილიყავი.
მას ყოველთვის სწამდა ჩემი ოცნებების და ყველაზე მშვენიერი ოცნება ამისრულდა" - წერს ბერა.
წყვილმა როგორც ქართველი, ისე უცხოელი გამომწერებისგან უკვე არაერთი მილოცვა მიიღო და პოსტები დიდი პოპულარობით სარგებლობს.
marao.ge გთავაზობთ ბერას და ნანუკას ბოლო პერიოდში გადაღებულ ფოტოებს, საშემოდგომო ფოტოსესიიდან: