ჰოლივუდის სექსსიმბოლო 45 წლის გახდა. ვულოცავთ და ვიხსენებთ მის საყვარელ ქალებს.
კრისტენ ზანგი (1994-2000)
რამდენმე ხანმოკლე რომანის შემდეგ ლეომ მოდელი კრისტენ ზანგი გაიცნო. ის ნიკოლას კეიჯზე იყო დანიშნული, მაგრამ გათხოვება გადაიფიქრა. ლეოც აპირებდა მასზე დაქორწინებას, მაგრამ "ტიტანიკის" პრემიერამდე დაშორდნენ. მერე შერიგდნენ, მაგრამ პოპულარულ მსახიობს უამრავი სასიყვარულო თავგადასავლი ჰქონდა, ზანგმა ვეღარ გაუძლო ღალატს და ისინი სამუდამოდ დაცილდნენ.
ჟიზელ ბიუნდჰენი (2000-2005)
მსოფლიოში ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადი მოდელი და Victoria’s Secret-ის ანგელოზი (უნდა ითქვას, რომ მოდელების მიმართ ლეოს მუდამ ჰქონდა განსაკუთრებული ლტოლვა). ისინი ძალიან ბევრს მუშაობდნენ, იშვიათად ხვდებოდნენ ერთმანეთს და... დაშორდნენ.
ახლა ჟიზელი გათხოვილია ფეხბურთელ ტომ ბარნზე და ორი შვილიც ჰყავს.
ბარ რაფაელი (2006-2011)
კიდევ ერთი მოდელი. ამჯერად ებრაელი. ერთად 5 წელი იყვნენ. ბარმა კარგი ურთიერთობა დაამყარა ლეოს დედასთან, მის მეგობრებთან. ყველა ქორწილისთვის ემზადებოდა...
2009 წელს პირველად დაშორდნენ, 1 წელი არ კონტაქტობდნენ, მერე ისევ გააგრძელეს შეხვედრები და 2011 წელს საბოლოოდ დაშორდნენ. თუმცა, მეგობრებად დარჩნენ.
ლეოს თაყვანისმცემლების უმეტესობას დღემდე მიაჩნია ბარი მისი ცოლობის საუკეთესო კანდიდატად.
რაფაელი ახლა ბიზნესმენ ადი ეზრას ცოლია და მესამე შვილზეა ფეხმძიმედ.
ტონი გარნი (2013-2014)
გერმანელი მოდელი კანის კინოფესტივალზე გაიცნო. მეგობრული ურთიერთობიდან სწრაფად გადავიდნენ სასიყვარულოზე და წელიწად-ნახევარში დაშორდნენ.
ახლა ტონი კალათბურთელ ჩენდლერ პარსონს ხვდება.
კამილა მორენე (2017-დან დღემდე)
2017 წლის დეკემბერში ლეომ არგენტინელი მოდელი კამილა მორენე გაიცნო, რომელიც მასზე 22 წლით უმცროსია.
2015 წელს კამილა Victoria’s Secret-ის კოლექციას წარმოადგენდა, 1 წლის შემდეგ თურქული Vogue-ის გარეკანზე მოხვდა. ლეოსთან შეხვედრამდე ფილმშიც გადაიღეს, ბრიუს უილისს უწევდა პარტნიორობას. სხვათა შორის, მორენე კარგად იცნობს ალ პაჩინოსაც, დედამისი ლუცილა პოლაკი წლების განმავლობაში ჰოლივუდის ვარსკვლალის საყვარელი იყო.
როგორ ჩანს, შეყვარებულები მართლაც ბედნიერები არიან: ერთად ისვენებენ მოდურ კურორტებზე, ყველას უყვებიან, როგორ კარგად გრძნობენ ერთმანეთის გვერდით თავს. ქორწინებაზე საუბარი ჯერ არაა. მთელი მსოფლიო ელოდება, როდის დაოჯახდება ჰოლივუდის ყველაზე სექსუალური და ნიჭიერი ლეო.
წყარო