დიახ, ეს სიმართლეა. მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და მოთხოვნად მოდელს საქართველოში ორეული ჰყავს.
ამ ფაქტის შესახებ "ინსტაგრამზე" უკვე ბევრმა ადამიანმა აღნიშნა.
ეს გოგონა თეონა ჩაჩუა გახლავთ, რომელიც ბლოგერია და აპლიკაციას ყოველდღე აქტიურად იყენებს.
სხვათა შორის, იყო ასეთი ფაქტიც, რომ კენდალ ჯენერი საზოგადოების წინაშე ქართული ბრენდის სამოსით გამოჩნდა. მან „დალოოდის“ ულამაზესი კაბა მოირგო.
თეონა გამომწერების რაოდენობას ნამდვილად არ უჩივის და მათივე თხოვნით, უკვე "იუთუბზე" არხიც გააკეთა.
იხილეთ თეონას და კენდალის ფოტოები და შეადარეთ. თქვენი აზრით, ჰგვანან ერთმანეთს?