ბექჰემების ოჯახი - ერთ-ერთი ყველაზე მდიდარია შოუბიზნესის სამყაროში. 45 წლის ვიქტორიას საკუთარი ტანსაცმლის ბრენდი აქვს - Victoria Beckham, ხოლო 44 წლის დევიდი, წარსულში წარმატებული ფეხბურთელი მრავალრიცხოვანი მილიონიანი კონტრაქტით, ამჟამად საზოგადო მოღვაწეა. სხვათა შორის, არც უფროსი შვილები ჩამორჩნენ მშობლებს, ბრუკლინ ბექჰემი 20 წლის ასაკში უკვე წარმატებული მოდური ფოტოგრაფია, 17 წლის რომეო კი მოდელად მუშაობს.
როგორც გაირკვა, გასულ წელს ოჯახმა ბევერლი-ჰილსზე არსებული სახლი 10 მილიონ დოლარად გაყიდა, ხოლო წელს იმავე რაიონში სხვა სახლი იქირავა, რომელიც წელიწადში 260 ათასი დოლარი უჯდებათ. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს პორტალი The Sun-ი.
ბექჰემების ახალ ვილაში 6 საძინებელია, 9 სააბაზანო, მარმარილოს იატაკი, კინოთეატრი, სპორტული დარბაზი და უზარმაზარი გარდერობის ოთახები. ინტერიერი გადაწყვეტილია შავ-თეთრ ფერში, ბევრი მინითა და სარკით. სახლს წინ ამშვენებს უზარმაზარი აუზი ლოს-ანჯელესზე ხედით.
გიზიარებთ ფოტოებს.
წყარო