ქართველი ქალბატონები მოდის ინდუსტრიას მშვენივრად იცნობენ და შეიძლება ითქვას, რომ ჩაცმის სტილით ბევრი სულაც არ ჩამოუვარდება ჰოლივუდელ მსახიობებს, თუ ცნობილ მოდელებს.
წარმოგიდგენთ "ინსტაგრამზე" ყველაზე პოპულარულ დედა-შვილებს, რომლებიც გამომწერებს სიახლეებით მუდმივად ამარაგებენ. მათი ჩაცმის სტილი უმეტესობას მოსწონს.
ქეთა თოფურია და ოლივია გეიხმანი-
ალბათ გეცოდინებათ ის, რომ მომღერალ ქეთა თოფურიას უკვე რა ხანია საკუთარი ბიზნესი აქვს. ქეთა თანამედროვე სამოსს ქმნის, რომელიც საკმაოდ მოთხოვნადია.
მისი სტილი შვილზე- ოლივიაზეც ახდენს გავლენას. ზოგჯერ დედა-შვილი მსგავსი სამოსით გვევლინება. ქეთას ძალიან უყვარს პასტელის ფერები, რაც მის ახალ კოლექციაშიც ნათლად ჩანს.
კრისტი და ნატალია ყიფშიძეები- მოდელ კრისტი ყიფშიძეს და მის შვილს ნატალიას "ინსტაგრამზე" თვალს ბევრი ადამიანი ადევნებს. მათი ჩაცმულობა კრიტიკის ქარ-ცეცხლში ნაკლებად ხვდება. რამდენჯერმე აღნიშნეს ის, რომ ნატალია თავისებურად იცვამს, თუმცა გოგონა ცდილობს რომ ინდივიდუალობა არ დაკარგოს და თავისი სიტყვა თქვას. კრისტის ჩაცმის სტილი ცხადია უფრო კლასიკურისკენ იხრება, თუმცა დედას არც ნატალია ჩამორჩა და ბანკეტზე ეფექტური, მყვირალა ფერის კაბით გამოჩნდა. ბოლო დროს ნატალია ჩვენებებში უფრო აქტიურად იღებს მონაწილეობას.
ანა ახვლედიანი და ევა ბერაია- სოციალურ სივრცეში მათი მისამართით მუდმივად დადებითი ენერგია ვრცელდება. ანა ხალისიანი ადამიანია და მისი ჯადოსნური ღიმილი საოცარ ეფექტს ქმნის.
ევა "ინსტაგრამზე" ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბავშვია. მის სილამაზეზე არაერთი ადამიანი საუბრობს. ზოგი მიიჩნევს, რომ ევაც დედის კვალს გაჰყვება და სამოდელო სფეროში შეიძლება დიდ წარმატებებს მიაღწიოს. ფაქტია, ამაზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა.
პოზიტიური დედიკო გოგონას ნაქსოვ კაბებს, ყვავილებით გაფორმებულ ქურთუკებს და სარაფნებს აცმევს.