ქეითმა და უილიამმა მონაწილეობა მიიღეს კულინარიულ შოუში - Marao

ქეითმა და უილიამმა მონაწილეობა მიიღეს კულინარიულ შოუში

2019-12-03 15:01:35+04:00


ქეით მიდლტონმა და პრინც უილიამმა ძალები გააერთიანეს მერი ბერის კულინარიულ შოუში საახალწლო კერძის მოსამზადებლად. ამ ფორმით მათ გადაწყვიტეს მადლიერების გამოხატვა საქველმოქმედო ორგანიზაციის თანამშრომლებისადმი, რომლებიც ახალი წლის პერიოდში თავდაუზოგავად შრომობენ. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ექსტრემალური სამსახურის თანამშრომლები, ექიმები და სამხედრო მოსამსახურეები.

Image result for Герцог и герцогиня Кембриджские приняли участие в кулинарном шоу

მეუღლეებმა შექმნეს წინასაახალწლო ატმოსფერო და მოაწყვეს ვახშამი შოუს ფარგლებში "სამეფო ახალი წელი ბერისთან ერთად". სამეფო ოჯახის წევრებთან ერთად გადაცემა გავა BBC-ს არხზე, 16 დეკემბერს. მაყურებლები ნახავენ, თუ როგორ გააწყვეს ქეითმა და უილიამმა ვახშამისთვის სადღესასწაულო მაგიდა.

Image result for Герцог и герцогиня Кембриджские приняли участие в кулинарном шоу

კემბრიჯის ჰერცოგი და ჰერცოგინია, ასევე მათი 84 წლის ტელედედოფალი იმყოფებოდნენ ყველაზე მსხვილ უსახლკაროთა სახლში მთელი ბრიტანეთის მასშტაბით და შეხვდნენ ადამიანებს, რომელთა მეშვეობითაც 13 000 ადამიანს შეეცვალა ცხოვრება უკეთესობისკენ. ამასთანავე მეუღლეებმა დაგეგმეს წინასაახალწლოდ სადღესასწაულო საქველმოქმედო კამპანიები. დეკემბრის თვეში იგეგმება მნიშვნელოვანი ღონისძიებები მათი ორგანიზებით.

Image result for Герцог и герцогиня Кембриджские приняли участие в кулинарном шоу

წყარო