როგორც იცით, 14 დეკემბერს ლონდონში სილამაზის კონკურსი "მის მსოფლიო 2019" (Miss World 2019) გაიმართება, სადაც საქართველოს ნინი გოგიჩაიშვილი წარადგენს.
მოდელი "ინსტაგრამზე" საკმაოდ აქტიურია და როგორც ჩანს კონკურსანტების გულიც მოიგო. მის სთორიში არსებული ვიდეოებით თუ ვიმსჯელებთ საკმაოდ მეგობრული გარემო დახვდა და მსოფლიოს ულამაზესი გოგონები ერთმანეთის მიმართ დადებით განწყობას გამოხატავენ.
ისინი ყოველდღიურად სხვადასხვა აქტივობებით არიან დაკავებული: ვარჯიშობენ, ერთად დადიან ქალაქის მოსანახულებლად და ცდილობენ, რომ საკუთარი ქვეყანა ინტერვიუს ჩაწერის დროს კიდევ უფრო უკეთ წარმოაჩინონ.
აქვე შეგახსენებთ, რომ ნინისთვის ხმის მიცემა შეგიძლიათ ელექტრონული აპლიკაციის MobStar-ის საშუალებით. ხმის მიცემის პროცესი უკვე რა ხანია დაიწყო.
ხმები მიიღება 14 დეკემბრის ჩათვლით. რომელ კონკურსანტსაც მეტი ხმა ექნება, ტოპ-ოცეულის წევრი ავტომატურად გახდება.
ვუსურვებთ მოდელს წარმატებას.