ცოტა ხნის წინ ტელეწამყვანმა ნუკი კოშკელიშვილმა საჯაროდ ისაუბრა იმაზე, თუ რას ფიქრობს სოციალურ ქსელზე და ზოგადად, იმ პრობლემებზე, რაც დღეს ასე აქტუალურია.
ნუკი კოშკელიშვილი:
"როგორი ფარსი და ტყუილია სოციალური ქსელი. აი, თითქოს ხომ ყველას ცხოვრებაში ჩახედული ხარ, ამ დროს არაფერი იცი!
ჩვენ თვითონ ვქმნით ჩვენს ფასადურ ცხოვრებას. ისე მეცინება, რომ ვიჯერებ მეც ხანდახან და გამოვდივარ სიტყვით: “აუუუუ რა კარგი წყვილია, რა ბედნიერები არიან” (სავარაუდოდ ხვალ თუ არა, ზეგ გაეყრებიან ერთმანეთს, იმიტომ, რომ უბედურია ორივე). ან "როგორი ინტენსიური ცხოვრებით ცხოვრობს" (საოცრად გადაღლილია და აღარაფერი უნდა ამ ცხოვრებაში), "აუუუ რა კარგ ხასიათზეა, ეტყობა ძალიან ბედნიერია" (საშინელ დეპრესიაშია და ცდილობს, არ შეიმჩნიოს).
21-ე საუკუნემ მოგვცა საშუალება, შევქმნათ ვირტუალური რეალობა და ასე მგონია, რომ საპირისპიროა ჩვენი სინამდვილის.
არ გიფიქრიათ არასდროს, ვინც მართლა კარგად არის, არაფერი აწუხებს, ცხოვრობს სრულფასოვნად, ის ვერ იცლის სოცქსელის სამართავად, არ სცალია.
ის ცხოვრებით არის დაკავებული. ვისაც უჭირს ან უნდა, ხმა გააგონოს ირიბად ვიღაცას, ის მუდამ ქსელშია, მუდამ მუშაობს თავის “სასცენო“ სახეზე.
მოკლედ, არავინ არაფერი არ იცის!!! ტყუილია ყველაფერი, ტყუილში ვცხოვრობთ და ვერ გადამიწყვეტია, კარგია ეს თუ ცუდი.
კარგია, რომ შეგვიძლია შევქმნათ ის ნახატი, რომელიც ჩვენთვის სასურველია, თუ ცუდია, რომ ამ ნახატის მიღმა იმალება ჩვენი ნამდვილი სახე?"
ცხადია, კოშკელიშვილის სიტყვებს ქალბატონებიც გამოეხმაურნენ. აი, რას ფიქრობენ ისინი:
"სრული სიმართლეა."
"ვინც ნამდვილად ბედნიერია, ის ამას ვერსად დამალავს და ვინც მხოლოდ სოციალურ ქსელშია ბედნიერი, მის სახეზე მაინც ამოიკითხავთ იმ იბედურებას, რომელშიც ცხოვრობს. ბედნიერი ადამიანის თვალები სხვანაირად ანათებს და მე ამას კარგად ვხედავ."
"ჩემი 9 წლის ბავშვიც მეკითხება: დედა, ამ სიმღერას რამდენი ლაიქი აქვს? დიდი რომ გაიზრდება, უნდა, იუთუბერი გამოვიდეს. ვფიქრობ, რეალური ცხოვრება უფრო საინტერესოა და მთელი დღე სამსახურში ყოფნაც კი ისე არ მატკიებს თავს, როგორც სოციალურ ქსელში 20 წუთით ყოფნა".
თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე? ნუკი კოშკელიშვილის მოსაზრებას ეთანხმებით თუ რომელიმე ქალბატონის?