მოდი, ერთად გადავხედოთ, როგორ ემზადებიან ცნობილი ქართველი ქალბატონები ახალი წლისთვის. ვნახოთ, როგორ არის მოწყობილი მათ სახლში ის ყველაზე ჯადოსნური კუთხე, სადაც საჩუქრები დაიდებს ბინას.
ანუკი ქორქიას ნაძვის ხემ და დეკორაციებმა "ინსტაგრამზე" მისი მიმდევრები აღაფრთოვანა და ბევრმა აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი მართლაც საოცარი სანახავია.
მშვენიერი ლალი ტოტიკაშვილი ხომ არ დაგავიწყდათ? მას ძალიან უყვარს საახალწლო სამზადისში ჩართვა და ამ ახალ წელსაც ორიგინალური იდეებით ხვდება.
მაია ასათიანმა თავის საყვარელ ცუგას სანტას ფორმა ჩააცვა და ლამაზად მორთულ ნაძვის ხესთან სახალისო ფოტოები გადაუღო. როგორც ხედავთ, მისი კუთხეც საინტერესო დეკორაციებით გამოირჩევა. ამ შემთხვევაში უფრო თეთრი ფერი ჭარბობს.
გამომწერები ნანუკა ჟორჟოლიანის წინასაახალწლო ვიდეომაც მოხიბლა.